x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
,,ნაპოლეონის ქუდები"
“ნაპოლეონის ქუდები"
მასალა ცომისთვის:

მარგარინი - 200 გრ.
შაქარი - 250 გრ.
კვერცხი - 4 ც.
რძე ან წყალი - 5 ს. კ.
სოდა - 1 ჩ. კ.
შაქრიანი ვანილი - 1 შეკვრა (1, 5 გრ.)
ფქვილი - 4-5 ჭ.


გულსართი:

მარმალადი (ოთხკუთხედი) - 0, 5 კგ

“ნაპოლეონის ქუდები"



მომზადება:


1. პირველ რიგში, უნდა მოამზადოთ გულსართი: მარმალადი გაჭერით ჯერ დიაგონალზე, ხოლო შემდეგ მიღებული სამკუთხედები გაჭერით ორ ფენად. თითო მარმალადიდან ოთხი სამკუთხედი უნდა მიიღოთ.

2. გაადნეთ მარგარინი ცეცხლზე.

3. როდესაც მარგარინი კარგად შეგრილდება, ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი (ვიდრე თქვეფას დაიწყებთ, ერთი კვერცხის გული ცალკე გადადეთ).

4. დაამატეთ მარგარინი და ათქვიფეთ.

5. ამის შემდეგ, ყოველი ინგრედიენტის დამატების შემდეგ, კარგად ათქვიფეთ. დაამატეთ: 1 ჭ. ფქვილი > 2 ს. კ რძე > 1 ჭ. სოდაშერეული ფქვილი > 3 ს. კ. რძე > 1/2 შეკვრა ვანილი და ფქვილი, რასაც შეიზელს.

ცომი უნდა იყოს რბილი და გასაბრტყელებელი.

6. ცომი გააბრტყელეთ 1 სმ სისქეზე > გამოჭერით 5-6 სმ-ს დიამეტრის მრგვალი ფორმები > ხელით ოდნავ გააბრტყელეთ და ცენტრში მოათავსეთ მარმალადის 1 სამკუთხედი > შეაწებეთ გვერდები გულსართის გვერდების მიმართულებით. უნდა მიიღოთ სამწახნაგიანი პირამიდები.

7. მოათავსეთ პირამიდები ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ საცხობ ფირფიტაზე > ზემოდან გადაუსვით ცოტა წყალში ან რძეში ათქვეფილი ვანილიანი კვერცხის გული.

8. ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე და გამზადებული ფირფიტა შედგით გამოსაცხობად.


0
358
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
358
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0