x
9 სახელმწიფო ნატო-ს რეგიონში ალიანსის სამხედრო ძალების გაფართოების თხოვნით მიმართავს

imageცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 9 სახელმწიფო ნატო-ს, რეგიონში ალიანსის სამხედრო ძალების გაფართოების თხოვნით მიმართავს. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპისა და ნატო-ს აღმოსავლეთ საზღვრებზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაა საჭირო.
რუმინეთის გარდა, აღნიშნულ ინიციატივას ბულგარეთმა, ჩეხეთმა, სლოვაკეთმა, უნგრეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიტვამ და პოლონეთმა დაუჭირეს მხარი.
აღნიშნული ქვეყნები ნატო-ს ხელმძღვანელობას ოფიციალურ მიმართვას 4 ნოემბერს, ალიანსის სამიტზე გადასცემენ.

0
55
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0