x
The Wall Street Journal - ნატო რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში დამატებითი სამხედრო კონტინგენტის განლაგების საკითხს განიხილავს

imageნატო რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში დამატებითი სამხედრო კონტინგენტის განლაგების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal ჟოურნალ-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. ერთ-ერთი ვარიანტის თანახმად, პოლონეთში, ესტონეთში, ლიტვასა და ლატვიაში თითო ბატალიონს გააგზავნიან. მეორე გეგმის თანახმად, მთელ რეგიონში ნატო-ს მხოლოდ ერთი ბატალიონი - 800-დან 1 000 ჯარისკაცამდე განლაგდება. სამხედრო კონტინგენტი უშუალოდ ნატო-ს ოფიციალურ სარდლობას დაექვემდებარება.
ამერიკული გამოცემა წერს, რომ აღნიშნული გეგმა რუსეთის აგრესიის შეკავებისკენა არის მიმართული. სტატიის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ აშშ და ალიანსის სხვა წევრი სახელმწიფოები ამ ინიციატივას მხარს უჭერენ, გერმანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსეთის ევროპისგან იზოლირება არ სურთ.
ნატო-ში მიიჩნევენ, რომ ბერლინი სავარაუდოდ, მეორე გეგმას დაუჭერს მხარს.
აღნიშნულ საკითხზე ნატო-ს საბჭოს ოფიციალური წინადადებები ჯერ არ მიუღია.
სტატიის ავტორის მოსაზრებით, ვარშავას სამიტამდე ნატო რუსეთთან მოსაზღვრე სახელმწიფოებში დამატებით სამხედრო კონტინგენტს არ გაგზავნის. თუმცა, ალიანსში სულ უფრო ირწმუნებიან, რომ საჭიროა დამატებითი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც დაანახებს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომ ნატო საკუთარი ტერიტორიის დასაცავად მზად არის.

0
40
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0