x
მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, დღეს ოდესის საოლქო ადმინისტრაციასთან შეიკრიბონ

imageოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, დღეს ადგილობრივი დროით 18:00-ზე ოდესის საოლქო ადმინისტრაციასთან შეიკრიბონ და "ქურდებისა და თაღლითების" საწინააღმდეგო კომიტეტი შექმნან. ინფორმაციას ამის შესახებ სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
"საქალაქო არჩევნების ფალსიფიკატორებმა ოდესის მერია "მწვანე კაცუნების" სისწრაფით დაიპყრეს", - ნათქვამია განცხადებაში.
სააკაშვილის გუნდი კვირას ჩატარებული, მერის არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და აცხადებს, რომ არჩევნების დროს დარვევები დაფიქსირდა.
უკრაინის ცესკო-ს მონაცემებით, არჩევნებში ოდესის მოქმედმა მერმა გენადი ტრუხანოვმა გაიმარჯვა, მას არჩევნებში მონაწილეთა 53 %-მა დაუჭირა მხარი.
გენადი ტრუხანოვის მთავარმა მეტოქემ, სააკაშვილის მრჩეველმა ალექსანდრ ბოროვიკმა ხმათა 25, 7 % დააგროვა. თავად ბოროვიკი აცხადებს, რომ ტრუხანოვმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, ამიტომ არჩევნების მეორე ტურის დანიშვნაა საჭირო.

0
348
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
348
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0