x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
"როსსელხოზნადზორმა" საქართველოდან ცოცხალი საქონლის პროდუქციის შეტანა აკრძალა

image"როსსელხოზნადზორმა" საქართველოდან ცოცხალი საქონლისა და იმ პროდუქციის შეტანა აკრძალა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს ექვემდებარება. ინფორმაცია ამის შესახებ უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის სამმართველო რიაზანისა და ტამბოვის ოლქებში იტყობინება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ღორის აფრიკული ჭირისა და დაავადება "თურქულის" კუთხით არსებული არასტაბილური ეპიზოოტური მდგომარეობს გამო, იკრძალება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ცოცხალი საქონლის, ასევე ქართულ საწარმოებზე შექმნილი იმ პროდუქციის შეტანა, რომელიც სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს (ზედამხედველობას) ექვემდებარება", - ნათქვამია განცხადებაში.
"როსსელხოზნადზორის" ცნობით, აკრძალვა არ შეეხება ისეთ პროდუქციას, როგორიცაა თევზი, ზღვის პროდუქტი და თევზის ფქვილი.

0
50
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0