x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
სად არის მატარებლების სასაფლაო? რას უშვრებიან გამოუყენებელ მატარებლებს?!
მატარებლები სად მიდიან??? ყველგან... მაგრამ გამოუყენებელი მატარებლები

სად მიჰყავთ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლიათ ნიუ-იორკის მეტროს

ვეტერანებს. მათი განცხადებით მატარებლების და ვაგონების სასაფლაოდ

მიჩნეულია ოკეანის ფსკერი.



image


ინდუსტრიული ფოტოგრაფი სტივენ მელონი, 3 წელია იღებს მატარებლების

და მათი ვაგონების ოკეანის ფსკერში გაგზავნას.


image


"ვაგონების ოკენის ფსკერზე გაშვება არ ნიშნავს გარემოს დაბინძურებას!

პირიქით სასარგებლოა ოკეანისთვის. სანამ რაიმეს იტყოდეთ ყოველთვის

ჯერ კარგად უნდა დაფიქრდეთ...გემი, თვითმფრინავი, მატარებელი და სხვადასხვა

დიდი ზომის ტექნიკა ოკეანეს არაფერს ავნებს, ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ ამას

კანონიც აკრძალავდა!" -ასეთ განცხადებას აკეთებს ნიუ-იორკის მეტროს ერთ-ერთი

ვეტერანი.


image


ეს "მწვანე" მოძრაობა დაიწყო 10 წლის წინ და დღესაც გრძელდება...


image


ფოტოგრაფი, სტივენ მელონი თავს აღწერს ინდუსტრიულ ფოტოგრაფად. ის

იღებს გემების, მატარებლების და თვითმფრინავების ნამსხვრებეს...


image


ფოტოგამოფენა სახელწოდებით: "Next Stop, Atlantic"აქვეყნებს მიტოვებულ

და გამოუყენებელ ვაგონების დასასრულის ფოტოებს... ამ ფოტოებს იღებს თავად

სტივენ მელონი.


image


ოკეანეში მცურავი, მიტოვებული ვაგონები ძალიან ირრეალურ შთაბეჭდილებას

ტოვებს.


image


ნიუ-იორკში, Brooklyn Rail-ის გაზეთის გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში

ყურადღება ექცევა იმ ფაქტს, რომ მიტოვებული მატარებლების

ოკეანის ფსკერზე გაშვებისას, არცერთ ფოტოში არ ჩანს ადამიანები...


image


მატარებლებზე ლოგოები კვლავ არის, მაგრამ არ ჩანს არანაირი სულიერი არსება,

რაც იმას ნიშნავს, რომ ნამდვილად ეს მატარებლები მიტოვებულები არიან და

მათ არსებობასაც აზრი არ აქვს.


image


"რათქმაუნდა უკეთესია, ამ გამოუყენებელი ვაგონების ოკეანის ფსკერზე გაშვება,

რადგად იქ წყალმცენაარები და თევზები ამ გამოუყენებელ ვაგონებს საცხოვრებელ

ადგილად გამოიყენებენ"- ამბობს ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც

მუშაობს მატარებლების ოკეანის ფსკერზე ჩაგდებაზე.....


image


პროექტი დაიწყო 10 წლის წინ და დღემდე უკვე 3 000 მატარებელი და გემია

ჩაშვებული ოკეანის ფსკერზე. პროექტი ასევე ხელს უწყობს ჯანსაღ საზღვაო ჰაბიტატიზაციას.


image


მეთევზეები ხშირ შემთხვევაში თევზაობენ ისეთ ადგილას სადაც "მწვანე" პროექტს

ჩაგდებული აქვს მატარებლის ვაგონი, რადგან ასეთ ადგილებზე ძალიან

ბევრი თევზი მოძრაობს...


image


ექსპერტების თქმით, ატლანტიკის ოკეანის ფსკერის 95 % დაფარულია ქვიშით,

რაც ნაკლებათ იზიდავს თევზებს. ამიტომ ასეთ ადგილებში გამოუყენებელი

მატარებლების, გემების და თვითმფრინავების ჩაყრა ასევე

თავშესაფარი იქნება თევზებისთვის...


image


ოკეანეში გაშვებულ ვაგონებს, გაშვებამდე კარგად ასუფთავებენ. ვაგონების

დასუფთავება მთავრობას 80 000 დოლარი უჯდება...


imageimage












ვინაიდან ამ სტატიაში ვსაუბრობთ მატარებლებზე, აქვე მინდა გაჩვენოთ

"მოძრავი ქარხანა"


image

ავტომატური რკინისგის საფარის დაყენების მანქანა მნახველებს აოცებს....


image

ამ ავტომატურ მანქანას შეუძლია ძველი ლიანდაგების

მოხსნა და პარალელურად ახლების დაყენება...

image

175 მეტრიანი ავტომატური მანქანა, ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებს...

არ არის საჭირო არანაირი რკინიგზის მუშაკი...ის ყველაზე ჭკვიანია...

image

ამ აპარატს საათში 200 მეტრის ლიანდაგების და ბალასტების განახლება შეუძლია...

image

ნახეთ ფოტოები...


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი




















2
785
14-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
785
  
2015, 4 ნოემბერი, 23:56
აბა სულელები არ ყოფილან ეგ ამერიკელები ტო?! აგერ ჩვენთან ძმაო! ნახალოვკის ვაგონ შემკეთებელში, საბუთებს ისე გააფორმებდნენ ვითომც ვაგონმა ექსპლუატაციის ვადა ამოწურა,ჩამოწერდნენ ვაგონებს, დაჭრიდნენ აირ მჭრელით, დატვირთავდნენ სატვირთო ვაგონებზე, ჰაიდაა წაიღებდნენ ფოთში, ფოთიდან გემით თურქეთში ჯართად, ფულსაც საკაიფოდ შოულობდნენ.ჭირს არ წაუღია სახელმწიფო ქონება?! მით უფრო თუ წილი ზემოთაც მიგაქვს. აზრზე არ არიან ეს ამერიკელები როგორ უნდა მოიქცე.
2015, 28 ოქტომბერი, 17:42
მდააა ძალიან საინტერესოოოაააააა
0 1 2