x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ყველაზე ვიწრო ქუჩა მსოფლიოში, სადაც ქვეითები შუქნიშნის მიხედვით მოძრაობენ
გსმენიათ და პირადად თუ არა, ინტერნეტის საშუალებით გეცოდენაბთ მაინც რამდენი ლამაზი სანახაობა იზიდავს პრაღაში ტურისტებს, თუმცა ქუჩა, რომელიც ყველაზე ვიწროა მთელს მსოფლიოში, სწორედაც რომ პრაღაში მდებარეობს. გაგიკვირდებათ და ქუჩას მხოლოდ ქვეითად მოსიარულეები გამოიყენებენ და სწორედ მათთვისაა დაწესებული შუქნიშანი, ვინაიდან ქუჩის სიგანე მხოლოდ 70 სანტიმეტრს შეადგენს და ორი კაცის ერთდროულად გავლა, ფიზიკურად შეუძლებელია.


image



ეს ქუჩა ყველაზე სანახაობრივია ტურისტებისთვის პრაღაში, რომელიც ქალაქის ძველი უბნის შუა გულში მდებარეობს რამდენიმე ისტორიულ ნაგებობას შორის და როგორც უკვე ავღნიშნე 70 სანტიმეტრი სიგანისაა, ხოლო სიგრძით კი 10 მეტრია. ეს ვიწრო ქუჩა იწყება Luzickeho seminare-ს ქუჩიდან და ძირითადად ქვის საფეხურებისგან შემდგარი მიუყვება რესტორან Certovka-ს. ქვეითად მოსიარულეთათვის კი სპეციალურად დამონტაჟდა ორი შუქნიშანი- ერთი ქუჩის დასაწყისში, მეორე კი ბუნებრივია დასასრულს, რაც მანიშნებელია ტურისტებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, რომ ქუჩას სხვა მიუყვება. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ხშირად ყურადღებას არ აქცევენ შუქნიშანს და წარმოიქმნება საცობი.


imageimage



სასაცილო ინციდენტსაც ჰქონია ამ ვიწრო ქუჩაში ადგილი, რომელსაც სიცილით იხსენებს ამ ქუჩაში მდებარე რესტორნის Certovka-ს მეპატრონე. "ერთხელ გერმანელი ტურისტი მოძრაობდა ამ ქუჩით ჩემს რესტორანში შემოსასვლელად, თუმცა ქუჩის ყველაზე ვიწრო წერტილის გავლის მომენტში ის გაიჭედა. ჩემი თანამშრომლები მიწოლით ცდილობდნენ უკან დაებრუნებინათ, თუმცა ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ უშედეგოდ. ბოლოს ისღა დაგვრჩა კარგათ გაგვესაპნა ბატონი თავისი ტანისამოსიანად, რათა ამას ხელი შეეწყო პროცესში. გაჭრა ამ მეთოდმა და როგორც იქნა გავიყვანეთ ბატონი ქუჩის დასასრულს. მას შემდეგ დიდი წონის ტურისტებს ვურჩევთ ჩვენს რესტორანს ნუ გამოიყენებენ"- ამბობს იგი.


imageimageimage

3
385
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
385
  
2015, 28 ოქტომბერი, 10:17
:D მაგარია
2015, 28 ოქტომბერი, 10:02
გაიხარე. :)
2015, 28 ოქტომბერი, 9:54
გაასწორა..რას აღარ გაიგებს კაცი
0 1 3