x
თურქეთმა რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

imageთურქეთმა სტოკჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. როგორც თურქული გამოცემა "ჰურიეთი" თურქეთის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, თურქული მხარე მოსკოვს რუსული გაზის საფასურის გამო ედავება.
გარდა ამისა, "გაზპრომის" წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი თურქულმა კომპანია "ბოტაშმაც" შეიტანა.
რამდენიმე თვის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თურქეთი და რუსეთი რუსულ გაზზე საშეღავათო ფასების დაწესების საკითხზე ვერ თანხმდებიან.
სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელის შეტანას "გაზპრომი" გამოეხმაურა და აღნიშნულს "ნორმალური პრაქტიკა" უწოდა.

0
42
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0