x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
რას ნიშნავს საიდუმლო კოდი, რომელიც ცნობილ მულტფილმებშია დამალული?

არის ერთი "ფარული კოდი", რომელიც აერთიანებს ისეთი ცნობილი სტუდიების მიერ შექმნილ უამრავ მულტფილმს, როგორებიცაა Disney, Pixar და სხვ. კომბინაცია A113 უკვე მრავალი წელია შეფარვით ჩნდება ამ სტუდიების თითქმის ყველა პროდუქციაში, თუმცა ისე, რომ ხშირად მაყურებელი ამას ყურადღებასაც კი არ აქცევს.

მაგალითად, ყურადღება მიაქციეთ ავოტომობილის ნომერს "სათამაშოების ისტორიიდან".

image

ან კიდევ ოთახის ნომერი "მონსტრების უნივერსიტეტში".

image


სასამართლო დარბაზის ნომერი მულტფილმში "მაღლა".

image
ან ფოტოაპარატის მოდელი "ნემოს ძიებაში".

image
ავტომობილის ნომერი "ლილუ და სტიჩიში".

image
და ეს პაწაწუნა ეტიკეტი "რატატუიში".

image
ხშირია მოცემული კოდის გამოყენება მულტფილმში "მანქანები".
imageimageimage
"სუპეროჯახში" მთავარი გმირი გაიჭედა A1 დონეზე, უჯრის ნომერს კი ალბათ თავადაც ხვდებით:

image
"სიმპსონები".
image


А113 გვხვდება ასევე ბევრ ფილმშიც, მაგალითად "შურისმაძიებლები", "შიმშილის თამაშები", "შეუსრულებელი მისია".

image

კიდევ რამდენიმე კადრი მულტფილმებიდან, რომლებშიც აღნიშნული კოდი გვხვდება:
imageimageimage


და მაინც, რას ნიშნავს ეს "მისტიკური" კოდი?

А113 ეს არის კალიფორნიის ხელოვნების ინსტიტუტში იმ აუდიტორიის ნომერი, რომელშიც პირველკურსელები გადიოდნენ გრაფიკული დიზაინისა და ანიმაციის კურსს. ბევრი მათგანი გახდა წამყვანი ანიმატორი ისეთი სტუდიებისა, როგორიცაა Pixar, Disney და სხვ. ამ "კოდის" შეუმჩნევლად ჩასმით ისინი პატივს მიაგებენ თავიანთ მასწავლებლებს, კოლეგებს და ზოგადად ანიმატორის საქმეს.


image

3
835
11-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
835
  
2015, 27 ოქტომბერი, 16:54
მადლობა ასეთი შეფასებისთვის.
2015, 27 ოქტომბერი, 16:43
ძალიან საინტერესო სტატიაა მომეწონა
0 1 3