x
„ოპოზიციური ბლოკი“ სააკაშვილს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს

image„ოპოზიციურმა ბლოკმა“ ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქში არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. როგორც „ოპოზიციური ბლოკის“ ოდესის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნიკოლაი სკორიკმა განაცხადა, სააკაშვილი და ოდესის მერი გენადი ტრუხანოვი ადგილობრივი არჩევნების შედეგების გაყალბებით არიან დაკავებულები.
„უკრაინის ამომრჩეველთა კომიტეტის“ exit poll-ის მიხედვით, „ოპოზიციური ბლოკის“ წარმომადგენლები ოდესის საქალაქო საბჭოში ვერ შევლენ. ამ ინფორმაციის მიხედვით, ეს პარტია 3, 8 პროცენტს იღებს. ამ პარტიის კანდიდატმა ოდესის მერის თანამდებობაზე ალექსანდრე პუზანოვმა მანამდე განაცხადა, რომ ოპოზიციამ სინამდვილეში 5, 7% მიიღო.
„ხელისუფლება მერის და გუბერნატორის სახით, შეთანხმდნენ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს არჩევნების შედეგები. ახლა მთელი ქალაქის მასშტაბით არჩევნების ყალბდება“, – განაცხადა სკორიკმა. ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მას ადმინისტარციული რესურსი არ გამოუყენებია და ის ოდესის ნებისმიერ მერთან სამუშაოდ მზად არის.

0
133
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0