x
,,პრეზიდენტს ვთხოვეთ, რომ მისი წარმომადგენელი დაესწროს პროცესებს. იგი დახმარებას დაგვპირდა,,- აცხადებს ქიბარ ხალვაში პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ
ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. საუბარი როგორც ცნობილია, ტელეკომპანია რუსთავი2-თან მიმდინარე დავას ეხებოდა.


imageimage




სასამართლო ზეწოლას განიცდის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. არის მცდელობა, რომ გადაწყვეტილებაზე ზეწოლა მოახდინონ. პრეზიდენტს ვთხოვეთ, რომ მისი წარმომადგენელი დაესწროს პროცესებს. იგი დახმარებას დაგვპირდა. ჩვენ ავუხსენით სხვადასხვა სამართლებრივი ასპექტები. მან თქვა, რომ არ არის იურისტი და დასკვნებს ვერ გააკეთებს. ცოტა ვრცელი საუბარი გვქონდა. ისტორია მოუყევი როგორ მოხდა ყველაფერი და საქმის კურსში ჩავაყენე. გუშინ მოპასუხე მხარეს ვუსმინე „კურიერში“ და მე კიდევ ერთხელ ვამბობ, მე პრეტენზია მაქვს „რუსთავი 2“-ზე და რაც შეეხებათ იმ ადამიანებს, ვინც გუშინ იქ იყვნენ, მე მათთან მუშაობის სურვილი მაქვს. თუმცა ერთ დასკვნამდე მივედი, ტყუილში მართალს არ ურევენ“.-

აცხადებს ქიბარ ხალვაში.

0
37
3-ს მოსწონს
ავტორი:ნანა კუკულავა
ნანა კუკულავა
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0