x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ჩემი ერთადერთი რესურსი ჩემი ენა და ფეხებია" - მიხეილ სააკაშვილი

"ჩემი ერთადერთი რესურსი ჩემი ენა და ფეხებია", - განაცხადა ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეინტერვიუში.


image


"საშა ბოროვიკმა, რომელსაც სამი კვირის წინ არავინ იცნობდა, არჩევნებში ხმების 31% მოაგროვა - ეს ფენომენალური წარმატებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხი ებრძვის კორუფციას, დაინახეს, რომ ძალიან მცირე რესურსი გვაქვს, მაგრამ გვინდა, რომ მათ დავეხმაროთ.


მე მინდა გითხრათ, რომ ეს ფენომენალური რეზულტატია, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სწორ გზას ვადგავართ. ჩვენ აუცილებლად გავატარებთ რეფორმებს და დემოკრატიული ძალების კონსოლიდირებას მოვახდენთ.


რაც შეეხება ცალკე ადმინისტრაციის რესურსს, მე ვფიქრობ, რომ ეს აბსურდის თეატრია, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. აზაროვს (უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი) ჰქონდა მილიარდობით გრივნა და დოლარი, მას შეეძლო ნებისმიერ ადგილას დაეგო გზები, მილიონობით სახლი გადაეხურა, მას შეეძლო თანამდებობიდან მოეხსნა და დაენიშნა ნებისმიერი ადამიანი.
თქვენ იცით, მე რა ბიუჯეტი მაქვს? - ნული გრივნა! მე ასმეტრიანი გზის დაგებაც კი არ შემიძლია, არ შემიძლია რომელიმე საბავშვო ბაღისთვის გავაკეთო რაიმე, ვერცერთ სკოლას ვერ ვეხმარები, ნულოვანი რესურსი მაქვს! ჩემი ერთადერთი რესურსი ჩემი ენა და ფეხებია. ოდესის ადმინისტრაციის უმრავლესობა ჩვენს წინააღმდეგაა, რადგან ჩვენ დავითხოვეთ ისინი სამსახურიდან. მათი უმრავლესობა, მებაღეებიც კი, ჩვენს წინააღმდეგ მუშაობდნენ და რომელ ადმინისტრაციულ რესურსზე მესაუბრებით, თქვენ ალბათ მეხუმრებით...", - განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს.






0
151
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0