პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი მარია გაიდარი საარჩევნო უბნიდან გააძევეს
2015, 26 ოქტომბერი, 14:18
ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი მარია გაიდარი საარჩევნო უბნიდან გააძევეს. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ თავად გაიდარმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ის ხმების დათვლის პროცედურას ესწრებოდა, რა დროსაც კომისიის წევრებმა ოთახის დატოვება უბრძანეს.
გაიდარის თქმით, პროცედურის დროს მასთან ერთად მისულმა დამკვირვებლებმა დარღვევები დააფიქსირეს და აღნიშნულის შესახებ განაცხადს სამართალდამცავ ორგანოში შეიტანს.
ეგზიტპოლების მონაცემებით, ოდესის მერის პოსტზე მოქმედი მერი გენადი ტრუხანოვი ლიდერობს, მეორე ადგილზე მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი ალექსანდრ ბოროვიკია