x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
მარკ ტვენის ბრძნული და სარკაზმული ციტატები

imageმარკ ტვენის ბრძნული და სარკაზმული ციტატები...








ამ სტატიაში შეკრებილია მარკ ტვენის ბრძნული და ირონიული გამონათქვამები:


1. ერთადერთი გზა შეინარჩუნო ჯანმრთელობა არის - ჭამო, ის რაც არ გინდა, დალიო, ის რაც არ გიყვარს და აკეთო ის, რაც არ მოგწონს..

2. კარგი მეგობრები, კარგი წიგნები და მძინარე სინდისი - აი იდეალური ცხოვრება..

3. პესიმიზმი - ეს უბრალოდ სიტყვაა, რომელსაც სუსტი ნერვების მქონე ადამიანები სიბრძნეს უწოდებენ.

4. თუ გინდათ იყოთ ბედნიერი, უნდა იცხოვროთ თქვენსავე სამოთხეში! ნუთუ თქვენ გეგონათ, რომ ერთი და იმავე სამოთხეს შეუძლია ყველა ადამიანი დააკმაყოფილოს?

5. როგორც კი დადებ ფიცს, რომ ამას არ გააკეთებ მაშინვე მოგინდება ზუსტად მაგის გაკეთებდა.

6. ზაფხული - ეს ის პერიოდია, როდესაც ძალიან ცხელა იმისათვის, რომ გააკეთო ის რისი გაკეთებისთვისაც ზამთარში ძალიან ციოდა..

7. კარგ მაგალითზე ნერვების მომშლელი არაფერი არ არის..

8.
კარგია, რომ ამერიკა აღმოაჩინეს, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, რომ კოლუმბს გვერდი აევლი მისთვის.

9. არასოდეს იკამათოთ იდიოტებთან. ისინი ჩამოგიყვანენ თავიანთ დონემდე, სადაც გამოცდილებით გაგანადგურებენ.


10. ვინც არ იცის საით უნდა წავიდეს ძალიან გაუკვირდება, როდესაც სხვაგან აღმოჩნდება.

11. მარტოობაზე უარესია - როდესაც ადამიანი თავის თავთანაც არაკომფორტულად გრძნობს თავს.

12. ფორტუნა ოდესღაც ყველა ადამიანს დაუკაკუნებს კარზე, მაგრამ ამ მომენტში ადამიანი ლუდის ბარში ზის და არ ესმის არაფრის ხმა.

13. ჩვენ გვიყვარს ადამიანები, რომლებიც ამბობენ იმას რასაც ფიქრობენ, ოღონდ ჩვენსავით უნდა აზროვნებდნენ.

14. "ბავშვები და დებილები ყოველთვის სიმართლეს ამბობენ" - თვლის ძველი სიბრძნე. აზრი გასაგებია: დიდები და ბრძენები არასოდეს არ ამბობენ სიმართლეს.

15. 1 აპრილი - დღე, რომელიც გვახსენებს, რომ ჩვენ ასეთები ვართ დანარჩენი 364 დღე.

16. არ არსებობს იმ ადამიანზე საცოდავი შესახედავი, რომელიც ხსნის თავის ხუმრობას.

17. ხშირად ადამიანის შეცდომაში შეყვანის ყველაზე კარგი მეთოდი არის - სიმართლის თქმა.

18. მოწევისთვის თავის დანებება ადვილია - მე თვითონ დამინებებია ერთი ასჯერ.

19. ჯობს ჩუმად იყო და დებილის შთაბეჭდილება დატოვო, ვიდრე დაიწყო საუბარი და დაამტკიცო ეს.

20. თუ გჭირდება ფული წადი უცხოსთან; თუ გჭირდება რჩევა წადი მეგობრებთან; თუ არაფერი გჭირდება წადი ნათესავებთან.

21. თუ თქვენ შეამჩნიეთ, რომ უმრავლესობის მხარეს ხართ, ეს ნიშანია იმისა, რომ დროა შეიცვალოთ.

22. არ გადადო ხვალისთვის ის საქმე, რომელიც შეგიძლია გადადო ზეგისთვის..

23. ყოველთვის მოიქეცი სწორედ. ეს გაუხარდება რამოდენიმე ადამიანს და გააკვირვებს ყველა დანარჩენს.

24. იყიდეთ მიწა - მას ხომ ვეღარავინ "გამოუშვებს".

25. მოდით ვიცხოვროთ ისე, რომ მესაფლავესააც დაწყდეს გული, როდესაც გარდავიცვლებით.

0
2468
3-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
2468
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0