x
image
natia.a
"კადრებით მოსულ ხელისუფლებას..." - რას იხსენებს გლდანის ციხის ყოფილი პატიმარი
imageყოფილი პატიმარი, რომელიც 2009 წელს უფლებამოსილების გადამეტების მუხლით იქნა დაკავებული, გლდანის ციხეში ყოფნის პერიოდს იხსენებს. ზაზა დოლიძე პატიმართა წამების შესახებ წერს, რომელშიც უშუალოდ ლადო ბედუკაძე მონაწილეობდა:


"ეხლა რასაც დავწერ ბევრი შეიძლება არ დამეთანხმოს, მაგრამ ვინც გლდანის ციხე გამოიარა ყველა დაადასტურებს ამას (თუ ნამუსი აქვს და რაიმე კაცური ან ადამიანური შერჩენია)!!! ეს ყველა ჩემმა ახლობელმა იცის და ტყუილის უფლებას ისინიც არ მომცემენ (ეს თუ ვინმე არ დამიჯერებს)!!!


2009 წლის 3 ნოემბერს დამაკავეს უფლებამოსილების გადამეტების მუხლით (არბიტრაის თავმჯომარე ვიყავი და ერთი მაღალი თანამდებობის პირის დედიკოს ინტერესებს გადამაყოლეს. ეს სხვა თემაა და ეხლა ამაზე არ ვსაუბრობ)!!! 5 ნოემბერს გლდანის ციხეში გამამწესეს. მე და ერთი პატიმარი გვარად ჟვანია ერთ დროს მიგვიყვანეს ციხეზე სხვადასხვა მანქანით. უბრალო რამის გამო არ მოგვიწია ცემა, ის ყოფილი კუდის თანამშრომელი იყო და მე თანამდებობის პირი. პოლიციელებმა გააფრთხილეს ციხის თანამშრომლები, თორემ უკვე მოდიოდა აგრესია!!! კარანტინში სადაც განაწილებას ველოდებოდი 29 კაცი იყო. იქიდან მხოლოდ სამი ვიყავით, რომლების წამალზე არ ვიყავით დაკავებული. პირველი შეხვედრა ბედუკაძესთან იქ გვქონდა! პატიმარი გიორგი ოდიშვილი (ვასიკო ოდიშვილის მეგვარე იყო და ამოტომ დავიმახსოვრე გვარი) ხუმრობის გამო გაიყვანა ამ დედა&%%$^%მა და ბასტი და ბუბუსთან ერთად უმოწყალოდ სცემა კალიდორში გადაჟრილი პლასმასის მილით. უკან რომ შემოაგდეს (შემოაგდეს მართლა, სხვა სიტყვას ვერ ვიხმარ) ბიჭი ვერ ვიცანით ისეთი ნაცემი იყო!!!. მაშინ ციხის უფროსი მელაძე იყო და თუ ვინმე მას სპორტულებში დაინახავდა იცოდნენ რომ ვიღაცის საცემრად იყო გამზადებული. წელიწადი და 15 დღე ვიყავი გლდანის ციხეში „დ 2“ კორპუსზე 59 საკანში. ამ სართულზე ისხდნენ ყოფილი თანამშრომლები და თანამდებობის პირები. ამის გამო გვერიდებოდნენ და თუ რამე ისეთს არ „დააშავებდი“ არ გეკარებოდნენ, ჩვენი „პატრონების“ ეშინოდათ. სხვა სართულებზე და წინა კორპუსზე თითქმის ყოველ ღამეს ისმოდა პატიმრების უმოწყალო ცემის ხმა. ისე სცემდნენ ბიჭებს, ზოგი ვერ უძლებდა და ვენებს ან მუცელს ისერავდნენ, „რეზბალნიცაზე“ რომ გადაეყვანათ. რამდენჯერ ღამის 3-4 საათზე გავუგვიძებივართ ცემის და ღრიალის ხმას თქვენ ვერ წარმოიდგენთ და რამდენი ვენებ და მუცელგადასერილი პატიმარი „ნასილკებით“ გადაუყვანიათ „რეზბალნიცაზე“. ყველა ვინც კი ამ ცემაში იღებდა მონაწილეობას და მითუმეტეს ამ კადრების გადაღებაში (ბედუკაძის თამადობით) ყველას დედა უნდა მო&^$%^(ს!!!


ეს, ცემა, რეალურად ხდებოდა არა მარტო ბედუკაძის და მისი ნაბიჭვრების მიერ და გინდათ სისტემური უწოდეთ ამას და რაც გინდათ ის!!! რაც შეეხება დაკვეთით რასაც ბედუკაძე და მისი ნაბიჭვრები აკეთებდნენ თურმე ამაზე ერთი პასუხი მაქვს!!! სარებზე უნდა წამოაცვა ყველა!!!



ჩემს გადაყვანამდე ორთაჭალაში (კრიტში) დირექტორად მუხაძე დაინიშნა. 2 კვირა რაც იქ მე მომიწია მისი დანიშვნის შემდეგ ციხემ ამოისუნთქა, ცემა აკრძალა. მაგრამ შემდეგ მელაძეზე უარესი „პალაჟენია“ დაუყენებია მაგ პატრონმო&^&%^$ს!!!


ამ ყველაფერს რისთვის ვწერ რომ იცოდეთ!!! იმ პერიოდში ყველა, ვინც კი გინდათ, დაკვეთით თუ ისე ვინმეს ბრძანებით პატიმრების ცემაში იღებდა მონაწილეობას, ვინც აწამებდა ან სხვაგვარად ლახავდა ნებისმიერი პატიმრის ღირსებას ან უნდა გაასამართლო ან ლინჩის წესით უნდა დასაჯო!!! ნუ დამიწყებთ იურისტი ამას როგორ ვამბობ!!! ვამბობ და ვინც არ მეთანხმება (სასჯელზე) წადი თქვენი დედაც რა!!!!


რაც შეეხება ამ კადრებით მოსულ ხელისუფლებას, არც არასოდეს გაინტერესებდათ პატიმრების ბედი (არ შეინახავდით ამ კადრებს ამდენი ხანი)! დაკვეთით აწამებინებდით პატიმრებს და დედა გაქვთ მოსა&^&%%$ი!!! სხვა რომ ყველაფერს თავი გავანებოთ რაც ქვეყანას დამართეთ!!!“ - წერს სოციალურ ქსელში ზაზა დოლიძე.

1
551
12-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
551
  
2015, 26 ოქტომბერი, 14:04
ბოლო ნაწილი განსაკუთრებით გულით აქვს ნათქვამი ))
0 1 1