x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კრიმინალური სტატისტიკა. მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები და ქვეყნები, რომლებშიც ღამე გარეთ სიარულისგან თავი უნდა შეიკავოთ

დანაშაულის სტატისტიკა მსოფლიოშიაქ მოყვანილი მონაცემები ეკუთვნის გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, CIA World Factbook, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციას, მსოფლიო ბანკს, მსოფლიო რესურსების ინსტიტუტს, იუნესკო, გაეროს ბავშვთა ფონდს და ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციას.

მონაცემები დააჯამა და გამოაქვეყნა NationMaster-ის გამომცემლობამ.

დანაშაულის სტატისტიკა მსოფლიოში

გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კარაკასში (ვენესუელა), ყოველ შაბათ-კვირას, დაახლოებით 50 ადამიანს კლავენ. მსგავსი მონაცემები, სხვა ქვეყნებში არ მოიპოვება, რადგან 10 მკვლელობიდან, 9 გამოუძიებელი რჩება. მათზე სამართალწარმოება არ მიმდინარეობს და არც სარეგისტრაციო საბუთები ფორმდება.

დანაშაულის სტატისტიკა მსოფლიოში

ფინეთი დამნაშავეთა რაოდენობის მიხედვით ბოლოს წინა ადგილზე დგას, მაგრამ ძარცვის რაოდენობის მიხედვით, ის მსოფლიოს კრიმინალური სტატისტიკის I ოცეულში შედის, ხოლო ძალადობის მაჩვენებლების მიხედვით, ყოველ 1000 კაცზე გაანგარიშებით, VI ადგილზე დგას.

ყველაზე დიდი რაოდენობით სასამართლოები, მოსახლეობის რაოდენობასთან თანაფარდობით, აშშ-ში, რუსეთში და ჩინეთში არის. მაგრამ ჩინეთში დამნაშავეთა რაოდენობა უფრო ნაკლებია (100 000 კაცზე - 150), ვიდრე აშშ-ში და რუსეთში (100 000 -700 და მეტი). ამიტომ, ჩინეთი ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ამერიკა და რუსეთი. მაგრამ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სიკვდილით დასჯის მიხედვით, ჩინეთი I ადგილზე დგას მსოფლიოში. ასეთი განაჩენების 2/3, სწორედ ჩინეთზე მოდის.

დანაშაულის სტატისტიკა მსოფლიოში

და სხვა საინტერესო სტატისტიკური მონაცემები:

აშშ-ში, პროცენტულად, ყველაზე მეტი ადამიანი არის ციხეში ნამყოფი, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

მსოფლიოში, ადამიანების გატაცების 2/3 კოლუმბიაზე მოდის.

მალდივის კუნძულებზე, ყოველ ათას მოსახლეზე, ორი ციხე მოდის.

ბრიტანეთის კუნძულ მონსერატზე (მცირე ანტილიის კუნძულები), მოსახლეობის 1% პოლიციის ოფიცრია.

ყოველი მესამე ავსტრალიელი, ერთხელ მაინც ყოფილა დამნაშავის მსხვერპლი.

ინდოეთში, ყოველწლიურად 1 მილიონი ადამიანი ხვდება განსასჯელის სკამზე.

ციხეში მყოფი მსჯავრდებულების 10%-ზე მეტი ქალია, მსოფლიოს 5 ქვეყანაში არის. ეს ქვეყნებია: ტაილანდი, კატარი, პარაგვაი, კოსტა-რიკაა და სინგაპური.

1
589
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
589
  
2015, 26 ოქტომბერი, 17:47
ნორვეგია და კანადა მაგარია როგორც ვიცი
0 1 1