x
პენტაგონი არ გამორიცხავს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციებს მომავალშიც ჩაატარებს

imageპენტაგონი არ გამორიცხავს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციებს მომავალშიც ჩაატარებს. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ეშტონ კარტერმა განაცხადა.
კარტერის განმარტებით, სახმელეთო ოპერაციების ჩატარება ამერიკული ტაქტიკის შეცვლას არ გულისხმობს, რადგან აშშ ავიაციის გამოყენებას მომავალშიც გეგმავს.
როგორც ეშტონ კარტერმა განაცხადა, ერაყში სახმელეთო ოპერაცია მისი თანხმობით ჩატარდა.
ამერიკული სპეცრაზმის და ერაყელი სამხედროების ერთობლივი სპეცოპერაცია ერაყის ქალაქ ჰავიჯაში 22 ოქტომბერს ჩატარდა. საბრძოლო მოქმედებების დროს ერთი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. ეს არის პირველი საბრძოლო დანაკარგი მას შემდეგ, რაც გასულ წელს აშშ-მ ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო. რეიდის შედეგად ამერიკელმა და ერაყელმა სამხედროებმა "ისლამური სახელმწიფოს" ტყვეობაში მყოფი 70 ადამიანი გაათავისუფლეს.

0
6
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0