x
ანგელა მერკელი - უკრაინამ კორუფციასთან ბრძოლაში ახალი ნაბიჯები უნდა გადადგას

imageუკრაინა რეფორმების კურსს მიჰყვება, თუმცა კორუფციასთან ბრძოლაში ახალი ნაბიჯები უნდა გადადგას. როგორც "დოიჩე ველე" იტყობინება, ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბერლინში, გერმანულ-უკრაინული ეკონომიკური კონფერენციის გახსნაზე განაცხადა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა, რომელიც ასევე ესწრებოდა კონფერენციას აღნიშნა, რომ კიევი კორუფციის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს მიიღებს.
იაცენიუკმა ევროკავშირსა და უკრაინას შორის თავისუფალი ვაჭროების შესახებ შეთანხმება "უკრაინის ეკონომოკის მოდერნიზებისკენ მიმართულ გზად" შეაფასა. აღნიშნული შეთანხმება 2016 წლის 1 იანვარს შევა ძალაში.
ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ შეთანხმება რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული.
"ჩვენ გვსურს, რომ უკრაინას კარგი ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდეს ევროკავშირთან, გერმანიასთან და ამავდროულად, რუსეთთან", - განაცხადა მერკელმა და იქვე დასძინა, რომ გერმანია სანდო პარტნიორია.
ეკონომიკური კონფერენციის გახსნის პარალელურად, ორი ქვეყნის წარმომადგენელმა გერმანულ-უკრაინული სავაჭრო პალატის შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
"გერმანია მხარს უჭერს უკრაინას პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილიზაციის გზაზე. გვსურს, ეს ძალისხმევა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებით გავაფართოვოთ", - განაცხადა გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა მათიას მაჰნიგმა.

0
137
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0