x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ის რაც მეცნიერებმა ჩერნობილის ტყეში აღმოაჩინეს გააოცა მთელი მსოფლიო
უკრაინაში მოქმედებს პროექტი, რომელიც იკვლევს ტყეებს ჩერნობილის გარშემო, მეცნიერებს სურთ დაადგინონ, რომელი ცხოველები ბინადრობენ და გამრავლდნენ რადიაციისგან დაბინძურებულ ადგილებში.

image

აღმოჩნდა, რომ ცხოველებისთვის ადამიანი უფრო დამღუპველი გამოდგა, ვიდრე ჩერნობილის ატომური სადგურიდან გაჟონილი რადიაცია.


ველური ცხოველების პოპულაცია აქ ბოლო 30 წლის მანძილზე არნახული ტემპით ვითარდება.აქ უამრავი ლოსი, ირემი და მგელი ბინადრობს.


image

მეცნიერების აზრით, სწორედ ადამიანის არ ყოფნამ გამოიწვია ცხოველების პოპულაცია და არა რადიაციამ.


ბრიტანული გამოცემა Current Biology-ში გამოქვეყნდა დასკვნა.მკვლევარები იყენებდნენ ვერტმფრენებს და აფიქსირებდნენ თოვლზე ნაკვალევს.ამგვარად იკვლევდნენ ისინი დაბინძურებულ ზონას.

image

აღმოჩნდა, რომ ჩერნობილის ზონაში დაბრუნდნენ ისეთი იშვიათი ცხოვლები როგორიცაა მაგალითად ევროპული ფოცხვერი, ევროპული მურა დათვი, რომელიც ამ ადგილებში ბოლო 100 წელია არ უნახავთ.


აგრეთვე ზონაში შეინიშნება მგლის, ტახის, შველის და მელიის დიდი პოპულაცია.

image

როგორც პროფესორმა ჯიმი სმიტმა განაცხადა პორტსმუდის უნივერსიტეტიდან ავარიამ არ გამოიწვია გარემოს სერიოზული განადგურება."შემთხვევამ შექმნა ნაკრძალი, ჩვენ არ ვამბობთ, რომ რადიაცია კარგია ცხოველებისავის, მაგრამ ადამიანები და ლანდშაფტის ექსპლუატაცია უარესია."

image

გასული წლის ნოემბერში დაბინძურებულ ზონაში დაყენდა 42 კამერა, რომელიც აკონტროლებს ცხოველების პოპულაციას.


ახალი პროექტი, რომელიც ამა წლის დეკემბერში დაიხურება, წარმოგვიდგენს ახალ ფოტოებს გადაშენების პირას მყოფ ცხოველებისა, როგორებიცაა დომბა, დათვი და იშვიათი ცხენები.

image

4
1335
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1335
  
2016, 27 იანვარი, 10:36
ვაა, მაგარი სიახლეა ძაან, ეხლა ნახეთ თქვენ თუ ხალხი მანდ არ გადავა ცოტა ხანში საცხოვრებლად, ნადირი თავზე საყრელად ექნებათ და მიდიი, წავა ნადირობა ხოლმე
2015, 23 ოქტომბერი, 19:48
მეც გამიგია ჩერნობილ გამოვლილებისაგან.
2015, 23 ოქტომბერი, 19:46
ამბობენ ვირთხა უძლებს რადიაციასო
2015, 23 ოქტომბერი, 19:45
ასეა სადაც ადამიანი არ ერევა მსახვრალი ხელით იქ პოპულაცია ბუნებრივ პირობებს ეგუება და მრავლდება.
რაც შეეხება რადიაციას, ფოთთან ახლოს იყო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბაზა სადაც გასვლის წინ როგორც ჩანს რუსებმა სარაკეტო მელანჟი დაღვარეს, თხმელა ისე სწრაფად იზრდება შეგეშინდება ადამიანს, ბალახიც ლამის ხის სიმაღლემდე ადის იმ მონაკვეთზე, ამიტომაც მოსახლეობა იმ ზონაში საქონელს არ აძოვებს.
0 1 4