x
რუსეთის მინისტრთა კაბინეტმა სომხეთთან რეგიონული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შექმნის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

imageრუსეთის მინისტრთა კაბინეტმა სომხეთთან გაერთიანებული რეგიონული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შექმნის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა. მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული დოკუმენტი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ხელმოსაწერად გადაეგზავნება.
რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაურის მოადგილის, პაველ კურაჩენკოს ინფორმაციით, ანალოგიური დოკუმენტის დადება ყირგიზეთთან და ტაჯიკეთთანაც იგეგმება.
გარდა ამისა, 2013 წელს რუსეთმა გაერთიანებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შექმნის შესახებ შეთანხმება ყაზახეთთანაც დადო.

0
81
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0