x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა მოხდა ევროვიზიაზე

imageევროვიზიის მეორე ნახევარფინალი ქართველი მომღერლისთვის წარმატებული არ აღმოჩნდა. მოლოდინი დიდი იყო, ანრი მართლაც რომ წარმატების იმედით იყო და კარგადაც იმღერა, შესანიშნავები იყვნენ ქართველი გოგოებიც, რომლებიც სცენაზე ამშვენებდნენ ანრის. ევროვიზიის კონკურსს ლამის მთელი ოჯახით სტუმრობდა. თან ახლდა დედა რუსუდან ჩხაიძე, და მაგდა, რომელიც სცენაზე გვერდით უდგა და დისშვილები. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ანრი ჯოხაძე ვერ მოხვდა ფინალისტთა ათეულში. ფინალისტების ვინაობას ნელ-ნელა აცხადებედნენ, გავიდა პირველი, მეორე და ა.შ, ხოლო როდესაც საქმე მეშვიდე ადგილზე მიდგა მაშინ მართლაც ანერვიულდა ანრი ჯოხაძე და მისი ფანები. უნდა ვაღიაროთ, რომ ათივე ფინალისტმა კარგად იმღერა და დაუმსახურებლად არვინ გადაუყვანიათ თუმცა ალბათ იყო მომღერლები, რომლებზეც არანაკლებად იმღერა ანრი ჯოხაძემ.ანრისა და მისი სცენის გოგოებისათვის მაკიაჟის გაკეთებამ 3 საათი გასტანა. სასტუმროში ქართველ დელეგაციას დიდი სიყვარულით მასპინძლობდნენ, ქუჩაში კი მასთან სურათის გადაღების მსურველების რიცხვი ძალიან დიდი იყო. ანრის არ ეტყობოდა ნერვიულობა არც კულისებში და არც სცენაზე, მაგრამ უფრო მეტ შოუს ველოდი მის გამოსვლისას. ბევრმა მონაწილემ ცეცხლი დაანთო ხოლო ანრიმ და გოგოებმა თითქოს უფრო მშვიდ რიტმში ჩაატარეს თავისი გამოსვლა. უნდა დავრჩეთ იმის იმედით, რომ მომდევნო ევროვიზიაზე წარმატებით გამოვა ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი.

1
255
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:jango
jango
255
  
2012, 28 მაისი, 23:53
ანრიმ კი დაანთო ცეცხლი, რასაც მის ბექებზე ვერ ვიტყოდი... არც ჭაჭუას ფრიალი მომეწონა. ერთი სიტყვით წარუმატებელი ქორეოგრაფიული ნომერი იყო, ამიტომაც ჩაფლავდა :((
0 1 1