x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ცნობილი ქალები, რომლებმაც კარიერას ოჯახი არჩიეს
ქალები საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ, რათა მიეღწიათ მამაკაცებთან თანასწორუფლებიანობისათვის, თუმცა დღეს ხშირია შემთხვევები, როცა პირიქით ხდება: არიან ქალები, რომლებიც ივიწყებენ გმირობას შრომით საქმიანობაში და მთელ ენერგიას და დროს ოჯახს და შვილებს ახმარენ. მათთვის სამსახურზე მნიშვნელოვანია იყვნენ სამაგალითო ცოლები და დედები. ჩვენს სიაში ჩამოთვლილმა ცნობილმა ვარსკვლავებმა უარი თქვეს კარიერაზე და თავიანთი თავი ოჯახს მიუძღვნეს. სწორედ აქ ჰპოვეს მათ ბედნიერება.


image



1. გრეის კელი



image

ლეგენდარულ ლამაზმანს გრეის კელის თავბრუდამხვევი წარმატება ჰქონდა თეატრსა თუ კინოში. ის ბროდვეიზე პირველად 20 წლის ასაკში გამოჩნდა, ხოლო 25 წლისას უკვე "ოსკარი" გადაეცა ფილმში "სოფლელი გოგონა" შესრულებული როლისათვის.

მსახიობი ქალი 27 წლის იყო, როცა თავის მომავალ მეუღლეს შეხვდა. გრეისი მასზე მშობლების ნების საწინააღმდეგოდ გათხოვდა: ულამაზესი მსახიობის ცოლად მოყვანა უამრავ მდიდარ და ცნობილ მამაკაცს სურდა, მან კი "მხოლოდ და მხოლოდ" მონაკოს თავადი აირჩია.


image


როცა კელი პრინც რენიეს წინადადებას დათანხმდა, მან ამით საბოლოოდ თქვა უარი ''ჰოლივუდზე'' და გახდა არამარტო მოსიყვარულე ცოლი და დედა, არამედ მთელ მონაკოში ყველაზე პოპულარული და უსაყვარლესი პიროვნება.



2. კარლა ბრუნი-სარკოზი


image

ფირმა Pirelli-ის მეპატრონის ქალიშვილს მემკვიდრეობით ერგო არამარტო სოლიდური ანგარიში ბანკში, არამედ შესანიშნავი გარეგნობა და კარგი ხასიათი. ამ ორმა უკანასკნელმა ის 19 წლის ასაკში შოუ-ბიზნესის სამყაროში მიიყვანა. კარლა საკმაოდ წარმატებული მოდელი და მომღერალი გახდა. 40 წლის ასაკში ქალი საფრანგეთის პრეზიდენტის-ნიკოლაი სარკოზის მეუღლე გახდა. საყვარელი ადამიანის გულისათვის კარლამ დათმო მომღერლის კარიერა და წყნარი ოჯახური იდილია აირჩია. "ახლა მე დედა და მეუღლე ვარ და სულაც არ ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას", - ამბობს კარლა.



3. მია ფეროუ


image

მია ფეროუ პატარაობიდანვე გარშემორტყმული იყო კინოვარსკვლავებით და რა თქმა უნდა, მას თავადაც ვერ წარმოედგინა სხვა მომავალი, თუმცა კინო-დივას მთავარი როლი დედის როლის შესრულება გახდა, ოღონდ რეალობაში და არა ფილმებში. სამი ქორწინება მიასათვის უიღბლო აღმოჩნდა, თუმცა ამ ქორწინებებმა მას 15 შვილი აჩუქა - 4 თავისი და 11 აყვანილი. ამჟამად მიამ სამსახიობო კარიერა გვერდზე გადადო და დროის უმეტეს ნაწილს სწორედ შვილების აღზრდას უთმობს.



4. მიშელ პფაიფერი


image
"მე კარგად ვიცი, რა იქნება შენი ბოლო: გაწამებული, სასოწარკვეთილი დიასახლისი ბავშვების მთელი გუნდით", - უთხრა მამამ მიშელს, როცა მან მშობლებს განუცხადა, რომ მსახიობობა სურდა. მამა მხოლოდ ერთ რამეში შეცდა: იყოს ცოლი და დედა მიშელისათვის მძიმე ტვირთი კი არა, ბედნიერებაა. როცა კიტონთან, მალკოვიჩთან და ალ პაჩინოსთან წარუმატებელი რომანის შემდეგ პფაიფერი თავის დიდ სიყვარულს, რეჟისორ დევიდ კელის შეხვდა, მან თავის თავს მკაცრი წესი დაუწესა: კინოგადაღებაში მონაწილეობას წელიწადში მხოლოდ ორჯერ მიიღებდა. იმისათვის, რომ ქმრისა და შვილების გვერდით ყოფილიყო, მიშელმა უარი თქვა მთავარ როლებზე ფილმებში "ევიტა" და " ძირითადი ინსტიქტი".



5. რიზ უიზერსპურნი


image

მიზანდასახაული და მოწესრიგებული რიზი გაბედულად დააბიჯებდა "ჰოლივუდის" ლაბირინთებში, საგულდაგულოდ არჩევდა რა მისთვის მისაღებ როლებს და აი, "ოსკარი" უკვე აღებულია, წარმატება მიღწეულია, რიზმა აღიარება მოიპოვა არა როგორც სახასიათო, არამედ სერიოზულმა მსახიობმა და რა ხდება ამ დროს? - ის მოულოდნელად ქრება ეკრანებიდან, რათა დროის უმეტესი ნაწილი ოჯახს და შვილებს დაუთმოს.


image


2006 წლის შემდეგ უიზერსპურნი სულ ორიოდეჯერ გადაიღეს ფილმში. სამაგიეროდ მას უკვე სამი შვილი ჰყავს და ბედნიერებასაც მათ გვერდით ყოფნას თვლის.




6. ტვიგი


image

გოგონა-ლერწამი - ასე უწოდებდნენ ტვიგს. ქალმა, ვისი სახეც 60-იანი წლების სიმბოლო გახდა, მოულოდნელად მიატოვა სამოდელო ბიზნესი, განაცხადა რა, რომ მთელი ცხოვრება ტანსაცმლის საკიდის როლის თამაშს არ აპირებს. მას მსოფლიოში პირველ სუპერმოდელს უწოდებდნენ, მაგრამ ტვიგის სურდა არა დიდება და სახელი, არამედ უბრალოდ ოჯახური ბედნიერება. ხანმოკლე, მაგრამ წარმატებული კარიერა დაეხმარა ქალს დაეგროვებინა იმდენი ფული, რომ უზრუნველი მომავალი ჰქონოდა. ტვიგიმ გოგონა გააჩინა და მყუდრო ოჯახურ ცხოვრებას მიეცა. "მე ძალიან მიყვარს კერძების მომზადება და უახლოეს ბაზარში პროდუქტებზე სიარული. საღამოს კი ვრთავ რაიმე სასიამოვნო მუსიკას და მივუჯდები საკერავ მანქანას - ეს ჩემთვის დროის შესანიშნავად გატარებაა", - ამბობდა მომღიმარი ტვიგი.



7. კეტი ჰოლმსი


image

კეტის კარიერა კინოში მრავლისმეტყველად დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ის ძირითადად მოზარდებისათვის განკუთვნილ სერიალებში ასრულებდა მთავარ როლებს, მსახიობის მომხიბვლელობამ უამრავი თაყვანისმცემლის გული დაიპყრო მთელი მსოფლიოდან, ხოლო თავად კეტის გული ტომ კრუზმა დაიპყრო და ცნობილი მსახიობიდან ის გულმოდგინე დიასახლისად გადაიქცა. ამჯამად კეტის კინოაფიშების ნაცვლად პარკში შვილთან ერთად მოსეირნეს ხედავენ.


image


მიუხედავად 2012 წელს კრუზთან განქორწინებისა, 37 წლის მსახიობი ჯერჯერობით კინოში დაბრუნებას არ ჩქარობს. მან მიაღწია თავის ქალიშვილ სურიზე ერთპიროვნულ მზრუნველობას, ამიტომ მთლიანად მისი აღზრდითაა დაკავებული.



8. ჯენიფერ გარნერი


image

ბენ აფლეკის მეუღლე არ აპირებდა დედობის გამო კინოს ჩამოშორებოდა, თუმცა განდიდების მანიით შეპყრობილი, ბევრი ვარსკვლავის მგავსად, ის არასოდეს არ ყოფილა. "მე მინდოდა გავმხდარიყავი დედა, რომელიც გააგრძელებდა მუშაობას. როდესაც პირველი შვილი გავაჩინე, ვფიქრობდი, რომ შვილის დაბადება ოდნავადაც ვერ შეუშლიდა ხელს ჩემს კარიერას, მაგრამ ვცდებოდი. ქალისათვის შეუძლებელია ის, რომ დედობა და კარიერა ერთმანეთს შეუთავსოს", - ამბობს ჯენი.

2015 წლის მაისში წყვილმა გაყრის შესახებ გააკეთა განცხადება. ამჯამად ჯენიფერი სამ შვილს მარტო ზრდის. მის ჩანთაში კი ძვირფასი კოსმეტიკის ნაცვლად ბავშვის ჰიგიენური ტალკი და პამპერსები აწყვია.



9. ადელი


image

ბრიტანელმა მომღერალმა მოასწრო ექვსი "გრემის" და ერთი "ოსკარის" მიღება, რის შემდეგაც თაყვანისმცემლებს გამოუცხადა, რომ კარიერაში ხუთწლიან შესვენებას იღებს. ამ განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის შემდეგ (2012 წელს ) ადელმა ვაჟი გააჩინა. "გამუდმებით რომ ვიმუშავო, მაშინ დროს აღარ დამრჩება ოჯახისათვის. მე მინდა მიყვარდეს, ვუყვარდე და სიყვარულით ავღზარდო შვილები", - გამოტყდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში.

ამჟამად ადელი გატაცებულია ჩანთებისა და პარიკების კოლექციონერობით, აცხობს შესანიშნავ ტორტებს და სრულებითაც არ ჩქარობს ახალი ალბომის ჩაწერას.



10. ალსუ


image

რუსული ესტრადის პოპ-პრინცესამ ბიზნესმენ იან აბრამოვზე დაქორწინებისათანავე ფაქტიურად მიატოვა კარიერა. "ის ენთუზიაზმი, რაც კარიერის დასაწყისში მქონდა, სადღაც გაქრა", - კომენტარს უკეთებს ის თავის არჩევანს. მომღერლის თქმით, გადაწვეტილება, დაეთმო მთელი დრო ოჯახისათვის, ალსუმ დამოუკიდებლად მიიღო. ქმარს არასოდეს აუკრძალავს მისთვის კონცერტებში მონაწილეობა, მაგრამ სურვილი-ყოფილიყო საყვარელი ქმრისა და ქალიშვილების - საფინასა და მიქაელას გვერდით პროფესიონალურ ამბიციებზე ძლიერი აღმოჩნდა. ალსუ ხანდახან მაინც ღებულობს მონაწილეობას საინტერესო პროექტებში და როგორც წესი, თავისი დაბადების დღეს მართავს კონცერტს, დანარჩენ დროს ის მთლიანად ოჯახს უთმობს.

2
851
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
851
  
2015, 22 ოქტომბერი, 14:57
პრინციპში მათ უკვე მაოხდინეს საკუთარი თავის რეალიზება და ალბათ მოწყინდათ კიდეც ხმაურიანი , სკანდალებით სავსე ცხოვრება:)
2015, 22 ოქტომბერი, 10:56
შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ ვეთანხმები მათ რჩევანს.
0 1 2