x
image
პროფესორი
ყავა და ორსულობა
image
1.კოფეინი - სტიმულანტი და შარდმდენი. სტიმულანტი იწვევს გულის რიტმის აჩქარებას და არტერიული წნევის მატებას. ორივე არასასურველი ეფექტებია ორსულობის დროს კოფეინი ასევე ზრდის შარდვის სიხშირეს.

2.კოფეინი მიეწოდება ნაყოფსაც. მან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის ძილის და აქტიურობის დარღვევა.

3.კოფეინს ყავის გარდა სხვა სასმელებიც შეიცავენ, მაგალითად: ჩაი, გაზიანი სასმელები, შოკოლადი, ზოგიერთი მედიკამენტი.

4.ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ორსულობისას დიდი დოზით კოფეინის მიღება იწვევს: განვითარების დეფექტებს, ნაადრევ მშობიარობას, აბორტს. იწვევს თუ არა კოფეინი იგივე გართულებებს ადამიანებში, ამის თაობაზე ინფორმაცია არ არსებობს, რადგან არ არის ჩატარებული კვლევები. მაგრამ რეკომენდირებულია დიდი დოზით კოფეინის მიღებისაგან თავი შეიკავოთ.


5.ამერიკაში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ დღეში 200 - 350მგ კოფეინის მიღება, ორჯერ ზრდის ნაყოფის დაკარგვის რისკს.

6.ექსპერტების აზრით, კოფეინის ყოველდღიური საშუალო დოზით 150-200მგ-მდე მიღება არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს ორსულობისთვის.


0
228
7-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0