x
image
K.P.
როგორ ანებივრებს ირაკლი კუტალაძე ქალიშვილს?

image
ნინი ბადურაშვილი იმ ცნობილთაგანია, რომლებზეც საზოგადოებას ყოველთვის და ყველაფერი აინტერესებს. ცნობილი ოჯახის შვილი ბავშვობიდან სცენაზე დგას. მომღერლის მოულოდნელმა გათხოვებამ საზოგადოება შოკში ჩააგდო, თუმცა ყველაფერი ჯერ წინ იყო, ქმართან გაშორება და ირაკლი კუტალაძის განცხადება, რომელიც ამტკიცებდა, რომ ნინის მიზანი მხოლოდ გათხოვება და შვილის კანონიერი ქორწინებიდან გაჩენა იყო.
"მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვიფიქრო, რომ ნინის მიზანი იყო კანონიერად გათხოვილიყო და ქორწინებიდან გაეჩინა შვილი. ქმარი და ოჯახის შექმნა მის გეგმებში არ შედიოდა. ძნელია იმის აღიარება, რომ შენს ცოლს საერთოდ არ სჭირდები"-ამტკიცებდა ირაკლი. ბევრი ბრალდებისა და კინკლაობის შემდეგ წყვილმა ურთიერთობა დაალაგა. 2 წლის ელენე დედასთან, საქართველოში იზრდება, თუმცა მამის ოჯახსაც ხშირად სტუმრობს. image

ელენე ძალიან ხშირად მამასთან და მის ოჯახთან ერთად დუბაიში ისვენებს. გოგონას თან დაჰყვება ძიძა საქართველოდან. პატარე ელენე ახლაც მამასთან ერთად ატარებს დროს და ძალიან ბედნიერია. "დღეს ჩემი პატარა პრინცესას ელენე კუალაძის დაბადების დღეა. მინდა, რომ მან ყველაფერში აჯობოს მშობლებს, იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი. p.s. ის მეორე ქალია ჩემს ცხოვრებაში, რომლითაც აღფრთოვანებული ვარ, რა თქმა უნდა, დედაჩემის შემდეგ"-ასე მიულოცა ცოტა ხნის წინ ირაკლიმ ქალიშვილს დაბადების დღე. მამა ქალიშვილს სათამაშოებითა და ტანსაცმელით ანებივრებს. ელენე ისე იზრდება ხშირად ყველაფრის ორჯერ ჩაცმასაც კი ვერ ასწრებს. "მე და ირაკლი არ ვმეგობრობთ, თუმცა ნორმალური ურთიერთობა გვაქვს შვილის გამო. ძალიან კარგი მამაა. მიხარია, რომ ელენეს ასეთი მამა ჰყავს"-გვიამბობდა ნინი რამდენიმე თვის წინ. imageimage

2
1356
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1356
  
2015, 21 ოქტომბერი, 14:16
როგორი საშინელი ადამიანი უნდა იყო,პატარა უცოდველ ბავშვზე გარეგნობით რომ იმსჯელო.
2015, 21 ოქტომბერი, 2:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2