x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"მონა იზაურა","უბრალოდ მარია","ველური ვარდი","მდიდრებიც ტირიან" 30 წლის შემდეგ
imageროგორც არ უნდა ვილაპარაკოთ დღევანდელ ჭრელა-ჭრულა სხვადასხვა ქვეყნის ტელესერიალებზე, რომლებსაც ასე უხვად გვთავაზობენ ტელეარხები ოდნავადაც ვერ მიუახლოვდება იმ პოპულარობას და ფურორს, რამაც სამხრეთ ამერიკულმა სერიალებმა მოახდინეს საბჭოთა მაყურებლზე 80-იან და 90 იანი წლების დასაწყისში.მილიონობით ტელემაყურებელი სოფლად თუ ქალაქად დღიდან დღემდე ელოდებოდა იზაურას, უბრალოდ მარიას თუ სხვა გმირების გარშემო დატრიალებული მოვლენების განვითარებას....იყო კიდევ ერთი ამერიკული სერიალი, რომელიც ალბათ ყველამ იცის და მინიმუმ ერთი სერიაც აქვს ნანახი-"სანტა ბარბარა".

ამბობენ, რომ პენსიონერი ვინმე ანა არკადიევნა პირადად აპირებდა ბრაზილიაში წასვლას იმისთვის, რომ ეთქვა რამონისთვის იმის შესახებ, რომ ხუან კარლოსი ღალატობდა, ასევე ამბობდნენ იმასაც, რომ უნგრეთში მაყურებლები რეალურად აგროვებდნენ ფულს იმისთვის, რომ მონა იზაურა დაეხსნათ.



1-სანტა-ბარბარა-(1984 წელი)რობინ რაიტი 19 წლის-ამჟამად 49 წლის გახლავთ.

ეს სერიალი ასოცირდება, რაღაც დაუსრულებელზე, სერიალი თითქმის 10 წელი გადიოდა..თუმცა არ გეგონოთ, რომ ეს ყველაზე გრძელი სერიალია, იგი მხოლოდ-მე-9 ადგილზეა, ყველაზე გრძელი სერიალი Guiding Light გახლავთ, რომელიც 57 წელი გადიოდა ეთერში.


49 წლის რობინ რაიტის ბოლო როლებია გახმაურებულ სერიალში "მუყაოს სახლი" და ჰოლივუდის ფილმში "ევერესტი", რომელიც ახლახან გამოვიდა ეკრანებზე.

image



2-"უბრალოდ მარია"-1989 წელი-მსახიობი ვიქტორია რუფო მაშინ 27 წლის იყო, ამჟამად 53 წლისაა.

გადიოდა ერთი სეზონი, 150 სერია და დაიპყრო მილიონობით მაყურებლების გულები.ამ სერიალის გადაღების დროს შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს ეუჯენიო დერბეზას, თუმცა მალევე განქორწინდნენ, ამჟამად ვიქტორია რუფო ცნობილი პოლიტიკოსის ცოლია, ზრდის სამ შვილს, თუმცა არც გადასაღები მოედანი დავიწყებია, ვიქტორია ახლაც საკმაოდ მოთხოვნადი მსახიობია მექსიკაში.

image

3-"მონა იზაურა"-1976 წელი-ლუსელინ სანტუსი მაშინ 19 წლის იყო, ამჟამად 58 წლის გახლავთ.

პირველი საპნის ოპერა, რომელიც საბჭოთა კავშირმა შეიძინა და ყველაზე გაყიდვადი სერიალი ბრაზილიის ტვ სერიალების ისტორიაში.საბჭოთა კავშირში სერიალის პრემიერა 1988 წლის 16 ოქტომებრს შედგა, იმ დროისთვის ლუსელინ სანტუსი 32 წლის იყო, ჰყავდა ქმარი და შვილები, "მონა იზაურას" შემდგომ მსახიობმა კიდევ 40 სერიალში ითამაშა.

ბოლო 5 წელია მსახიობმა "შვებულება აიღო" და მთლიანად ოჯახზე გადაერთო.

image


4-"მდიდრებიც ტირიან"-1979 წელი, ვერონიკა კასტრო მაშინ 26 წლის იყო, ამჟამად მსახიობი 62 წლისაა.


საბჭოთა და რა თქმა უნდა ქართველმა მაყურებელმა მექსიკელი ლამაზმანი ორი სერიალით გაიცნო, ესენია:"მდიდრებიც ტირიან" და "ველური ვარდი".


"მდიდრებიც ტირიან" მეორე ლათინოამერიკული სერიალი იყო "მონა იზაურას" შემდეგ, რომელიც საბჭოთა ტელეკრანებზე გავიდა.


62 წლის მსახიობმა ბოლოს 5 წლის წინ ითამაშა როლი.სიყვარულშიც არ გაუმართლა, იგი დღესაც მარტოა, ჰყავს ერთი ვაჟიშვილი, რომელიც აგრეთვე მსახიობია.

image


0
1773
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1773
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0