x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მოდის განაჩენი: უგემოვნება.

უგემოვნობა დანაშაული არ არის. მაგრამ, არც თუ ისე სასიამოვნო ფაქტია, როდესაც ქუჩაში უცხო ადამიანები დამცინავად გიყურებენ.

აქ წარმოგიდგენთ 10 ნიშანს, რომელიც უგემოვნო ადამიანს გემოვნებიანისგან გამოარჩევს ანუ გთავაზობთ რჩევებს, თუ რა არ უნდა გააკეთოთ, რომ მსგავსი განაჩენის წინაშე არ დადგეთ.

მოდის განაჩენი: უგემოვნება.

1. არ უნდა დაემსგავსოთ ნაძვის ხეს, რომელიც ოქროს ნაკეთობებით არის მორთული. ეს უგემოვნობის ყველაზე დიდი გამოვლინებაა.

მოდის განაჩენი

2. არასოდეს ჩაიცვათ სპორტული ფეხსაცმელი კაბაზე. და სულ ერთია, კაბა გრძელი იქნება თუ მოკლე.

მოდის განაჩენი

3. ჯინსის შარვალზე მხოლოდ სპორტული სტილის ფეხსაცმელი ჩაიცვით.

მოდის განაჩენი

4. თუ გაცვიათ საქმიანი, სამუშაო კოსტუმი, არ გაიკეთოთ საღამოს მაკიაჟი.

მოდის განაჩენი

5. სამუშაო კოსტუმის შიგნით ან კლასიკურ შავ ქვედაბოლოზე, არასოდეს ჩაიცვათ ტრიკოტაშის მაისური ან კოფთა.

მოდის განაჩენი

6. უახლოეს სუპერმარკეტში წასასვლელად დიდ ხანს ნუ იფიქრებთ ჩაცმაზე და ისე ნუ გამოეწყობით, თითქოს წვეულებაზე მიდიხართ.

მოდის განაჩენი

7. კოლგოტები ფეხებს სექსუალურობას მატებს, მაგრამ მისი ზაფხულში ტარება, მოკლე კაბაზე ან შორტებზე, უგემოვნობის კიდევ ერთი გამოვლინებაა.

მოდის განაჩენი

8. არასოდეს ჩაიცვათ ნაცრისფერ კოსტუმზე ან პიჯაკზე რუხი ფერის პერანგი.

მოდის განაჩენი

9. განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდეთ ქუდისა და სხვა მსგავსი აქსესუარების შერჩევას. თუ სწორედ შერჩევა არ შეგიძლიათ, რჩევა სხვას კითხეთ ან საერთოდ უარი თქვით მათ ტარებაზე.

მოდის განაჩენი

10. ნუ იყიდით “Dolce & Gabbana" ჩანთას 50 ლარად. ამ თანხით უმჯობესია ნაკლებად ცნობილი ბრენდის ნამდვილი ჩანთა იყიდოთ.

image

4
146
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
146
  
2016, 10 ივნისი, 18:22
2-3 არ მჯერა. ვგიჟდები კეტებისა და კაბის ერთად ტარებაზე, აი დანარჩენებს 100%-ით ვეთანხმები.
2015, 19 ოქტომბერი, 15:36
მეც მაგ აზრეზე ვარ
2015, 19 ოქტომბერი, 14:11
დამასწარი ნათი სათქმელი, ზუსტად მასე ვფიქრობ მე, 2-3 ვერ დავეტანხმები ნამდვილად :) სხვა დანარჩენის რა გითხრათ.
2015, 19 ოქტომბერი, 14:04
2-სა და 3-ს ვერ დავეთანხმები. სხვა ყველა მისაღებია, განსაკუთრებით ის მაღიზიანებს, ბაღიდან ბავშვის გამოსაყვანად რომ მიდიან, ან სულაც სუპერმარკეტში, სულ ორი ფეხის ნაბიჯზე და 7 სანტიმეტრიან შპილკებზე დგებიან და ტონა მაკიაჟს ისმევენ :))
0 1 4