x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ღვეზელი თხელი ცომით

ღვეზელი თხელი ცომთ


ინგრედიენტები:


ფქვილი — 2 ჭიქა
ზეთი — 1/2 ჭიქა
თბილი წყალი — 1/2 ჭიქა
მარილი — 1/2 ჩ. კ.



მომზადება:


1. დასახელებული ინგრედიენტებით მოზილეთ ცომი. ცომი გამოვა ძალიან რბილი და ისეთი შეგრძნება გექნებათ, თითქოს ფქვილი აკლია. მაგრამ, ფქვილი არ დაამატოთ. გაბრტყელების დროს, ფქვილის საჭირო რაოდენობას «აიღებს».

2. გულსართად შეგიძლიათ კარტოფილის პიურე, ხახვში მოთუშული კომბოსტო ან სოკოს გამოიყენოთ. ხორცის ფარშის გამოყენებაც შეგიძლიათ, მთავარია, რომ გულსართი «სველი» არ იყოს.

3. ცომი გაყავით 12 ნაწილად > ყოველი ნაწილი გააბრტყელეთ ფქვილიან დაფაზე. ცომის ფირფიტა ძალიან თხელი უნდა იყოს (ნუ შეგეშინდებათ ცომი არ გაიხევა!) > თითოეულ ფირფიტაზე მოათავსეთ გულსართი ძეხვისებურად - 2 სმ. დიამეტრით > გადაახვიეთ სიგარასავით.

რვეზელი ტხელი ცომიტ
4. «სიგარები» მოათავსეთ ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე (შეგიძლიათ გამოიყენოთ საცხობი ქაღალდი), «ნაკერით» ქვემოთ > ზემოდან გადაუსვით ცოტა ვანილში (კვერცხის სუნი რომ არ აუვიდეს) და წყალში ათქვეფილი კვერცხის გული.

5. გამოაცხეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

ღვეზელი თხელი ცომიტ

0
803
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
803
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0