x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
მსოფლიოს საუკეთესო ბრენდების ტოპ - 100

image

საერთაშორისო კომპანია “ინტერბრენდი” ყოველწლიურად აქვეყნებს რეიტინგებს საუკეთესო გლობალური ბრენდების მიხედვით.(2010 და 2014 წლები)

2010 წლის რეიტინგი ძალზედ საინტერესო გამოდგა. წინა წლებისგან განსხვავებით, როცა ბრენდები სტაბილურად იკავებდნენ ადგილებს ათეულებში, ამჟამად რეიტინგში კარდინალური ცვლილებები მოხდა.


მოგეხსენებათ, “ინტერბრენდი” უკვე 11 წელია აქვეყნებს რეიტინგს და პირველად საუკეთესო ბრენდების ასეულში ვერ მოხვდა ბიპი, რომელმაც მილიარდობით ზარალი განიცადა მექსიკის ყურეში მომხდარი კატასტროფის შემდეგ.


ნავთობ გიგანტებიდან შელმა გააკეთა მნიშვნელოვანი ნახტომი. მან 92–ე ადგილიდან 81–ზე გადაინაცვლა.


დანაკარგი განიცადა ტოიოტამაც, რომელიც ათეულს მიღმა დარჩა. წელს იაპონურმა ავტო მწარმოებელმა ბრენდის ღირებულების 16% დაკარგა.


ეიჩ–პი მყარად დაფუძნდა რეიტინგის მე–10ადგილზე, ხოლო აიფონისა და აი–პოდის შემქმნელი ეფფლი მე–20 ადგილიდან მე–17–ზე გადავიდა. ერთი შეხედვით, ეს არ არის საფეხურებრივი უზარმაზარი ნახტომი, მაგრამ ბრენდის ღირებულებით, ეფლმა 37% მოიმატა და ამ საქმეში ლიდერობა არავის დაუთმო.


36%–იანი მატება აქვს გუგლს და ის მე–7–დან მე–4 ადგილზე გადადის.


უიღბლოთა ხუთეულს სათავეში Harley-Davidson უდგას (–24%), შემდეგ მოდის Toyota (–16%), Nokia, (– 15%), Dell (– 14%) და Citi (– 13%).


სიაში დებიუტანტებიც გამოჩნდნენ: Sprite (61–ეადგილი), Santander(68), Barclays(74), Jack Daniel’s (78), Credit Suisse (80), Corona (85), 3M(90), Johnnie Walker (92), Heineken (93) და Zurich (94).


რეიტინგში ვეღარ მოხვდნენ (არა და წინა წლებში არცთუ ურიგო ადგილი ეკავათ Wrigley (51), Chanel (59), Rolex (68), BP (83), Duracell(85), Prada (87), Burger King (93), Lexus (96), Puma (97), and Polo Ralph Lauren (99).


კოკა–კოლა ისევ პირველია.


ინტერბრენდი 100 ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების რეიტინგს 1999 წლიდან აქვეყნებს. რეიტინგის მეთოდოლოგია მოიცავს ბრენდების მიერ წარდგენილ საფინანსო ინფორმაციას, ყიდვის პროცესში ბრენდის როლის მნიშვნელობასა და კომპანიის შემოსავლების უზრუნველყოფაში ბრენდის ძალის მაჩვენებლებს.
მსოფლიო ბრენდები 2013-14 წლებში
2014 წლისათვის მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ბრენდების პოზიციები ასე გამოიყურება: პირველ ადგილს უკვე მეორე წელია არავის უთმობს apple, რომელმაც წელს 28%-იანი მოგება ნახა.
მეორე ადგილს იკავებს კომპანია Google 34%-იანი მოგებით.
აღსანიშნავია ის რომ 2000 წლიდან მოყოლებული პირველობას არავის უთმობდა Coca-cola. თუმცა ბოლო ორ წელიწადში ვითარება შეიცვალა და ის უკვე მესამე ადგილს იკავებს.

image

0
473
2-ს მოსწონს
ავტორი:tekoo
tekoo
473
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0