x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ადამიანები, რომლებიც უცნაურ ვითარებაში გაქრნენ - მე-20 საუკუნის 5 საიდუმლოებით მოცული გაუჩინარება
image

ლუის ლე პრინსი


ერთ-ერთი ასეთი, იდუმალ ვითარებაში გაუჩინარებული ფრანგი ლუის ლე პრინსია. ერთ-ერთი პირველი ქრონოლოგიური კამერების შემქნელი, რომლის გამოგონებასაც მსოფლიოს პირველი მოძრავი სურათი ეკუთვნის. ბევრი ისტორიკოსის თქმით, ლუის ლე პრინსმა მოძრავი სურათი ტომას ედისონზე ადრე გამოიგონა, რომელიც საქვეყნოდ ცნობილია, როგორც მოძრავი გამოსახულების გამომგონებელი.

კამერის რეკლამირებისთვის ლე პრინსმა მისი დაპატენტება ბრიტანეთში გადაწყვიტა, თუმცა სწორედ ამ დროს უცნაურად გაქრა. 1890 წლის სექტემბერში ლე პრინსი მატარებლით მეგობრის მოსანახულებლად გაემგზავრა, თუმცა როცა მატარებელი გაჩერდა, ლუის ლე პრინსი და მისი ნივთები ვერსად იპოვეს.

არსებობს მისი გაუჩინარების რამდენიმე ვერსია. ლუის ლე პრინსის მეუღლე ქმრის გაუჩინარების ამბავში ამერიკელ კონკურენტებს სდებდა ბრალს, რომელთაც მისი თქმით, სურდათ, რომ კამერის გამომგონებლებად პირველები სწორედ ამერიკელები მიეჩნიათ. ზოგი ფიქრობდა, რომ ლე პრინსი ფულის გამო მოკლეს. გარდაცვლილის ძმის შვილიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბაბუის ძმა, ანუ ლუის ლე პრინსი ეუბნებოდა, რომ არსებობს თვითმკვლელობის ისეთი გზა, როდესაც სიკვდილის შემდეგ სხეულს ვერსად ვერ იპოვიან.


image


ამბროზ ბირსი

ამერიკელი მწერალი, ჟურნალისტი და აშშ-ის სამოქალაქო ომის მონაწილე ამბროზ ბირსი უცნაური ხასიათით გამოირჩეოდა. ის იყო პირდაპირი, მკაცრი, დაუნდობელი და მისი ეს ხასიათი საკუთარ შემოქმედებასაც ეტყობოდა, ამის გამო მას "დაუნდობელი ბირსი" შეარქვეს.პირადი პრობლემების გამო (დაეღუპა ორი ვაჟი, გაეყარა მეუღლე და პრობლემა შეექმნა დამსაქმებლებთან) ტეხასში გაემგზავრა, სადაც დროდადრო ომშიც იბრძოდა, იქიდან კი მექსიკაში წავიდა. ის შეურთდა პანჩო ვილის არმიას, როგორც დამკვირვებელი. ბირსმა თავისი ბოლო წერილი მეგობარს 1913 წლის 26 დეკემბერს მისწერა, სადაც ის წერდა: "რაც შემეხება მე, ხვალ გაურკვეველი მიმართულებით მივემგზავრები", - ეს პასუხი კი მისი პოვნისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
სხვადასხვა ვერსიის მიხედვით, ამბროზ ბირსი მექსიკაში ბრძოლის დროს ერთ-ერთ ბარში ოფიცერთან ჩხუბის დროს დაიღუპა. ბირსის გაუჩინარება ამერიკაში ერთ-ერთ საიდუმლო გაუჩინარებად ითვლება. მის შესახებ გადაიღეს ფილმიც, სახელწოდებით "ძველი გრინგო", სადაც მთავარ როლს გრეკორი პეკი თამაშობს.

image

პერსი ფოსეტი

არქეოლოგმადა მკვლევარა პერსი ფოსეტმა მთელი ცხოვრება მოგზაურობაში გაატარა. ის ჩრდილოეთ აფრიკაში ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურში მუშაობდა და მეგობრობდა ისეთ მწერლებთან, როგორებიც იყვნენ რაიგერ ჰაგარდი და არტურ კონან დოილი, ამ უკანასკნელმა თავისი "დაკარგული სამყარო" სწორედ ფოსეტის შთაბეჭდილებების მიხედვით დაწერა.ფოსეტმა ბრაზილიის ჯუნგლებში 7 ექსპედიცია მოაწყო, რათა აღმოეჩინა ველური ბუნება და არქეოლოგიური კვლევები ჩაეტარებინა. ის დარწმუნებული იყო, რომ არსებობდა დაკარგული უძველესი ქალაქები. მაგრამ ერთ-ერთი ასეთი ქალაქის ძებნისას, (წერილებში ამ ქალაქს ფოსეტმა უწოდა Z), სადაც 1925 წელს შვილთან ერთად გამეგზავრა, მოულოდნელად გაქრა.

წერილებში, რომელიც ფოსეტმა გაუჩინარებამდე დაწერა, წერს, რომ თუ უკან ვეღარ დაბრუნდებოდა, არავითარ შემთხვევაში არ მოეძებნათ და დახმარების ბრიგადები არ გაეგზავნათ, რადგანაც ისინიც იმავე ბედს გაიზიარებდნენ, რაც ფოსეტმა და მისმა

ვაჟმა. ამ მიზეზით მის მოსაძებნად სხვადასხვა დროს 13 ექსპედიცია გაემგზავრა და იქიდან დაახლოებით 100 ადამიანი გარდაიცვალა.

ერთ-ერთი ვერსიით, ფოსეტმა მეხსიერება დაკარგა და კანიბალების ბელადი გახდა, მეორე ვერსიით - მან იპოვა ძველი, გაუჩინარებული ქალაქი და იქ დარჩა.


imageამელია ერხარტი
ის იყო მსოფლიოში პირველი ქალი-პილოტი. 1937 წლის 12 ივნისს, როდესაც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა და თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა, ამელია თავის შტურმანთან, ფრედ ნუნანთან ერთად წყნარ ოკეანეზე გადაფრენას აპირებდა. ეკიპაჟი ქალაქ ლოედან გაფრინდა (ახალი გვინეის სანაპიროდან) და ერთ დღეში კუნძულ ჰოულენდზე უნდა დამჯდარიყო, თუმცა ეკიპაჟის წევრები დაიკარგნენ.სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო ავიაგადამზიდი და 22 თვითმფრინავი, თუმცა დაკარგულების კვალსაც კი ვერ მიაგნეს. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარიდან წლინახევრის შემდეგ მისი სიკვდილი ოფიციალურად დადასტურდა, 1970-იან წლებამდე ამბობდნენ, რომ ამელია ერხარტი გადარჩა და იაპონელთა ტყვეობაში აღმოჩნდა, რადგან იმ დროს იაპონია აქტიურად აშენებდა საიდუმლო სამხედრო დანადგარებს წყნარ ოკეანეში.

imageდენ კუპერი
1971 წლის 24 ნოემბერს ადამიანი სახელად დენ კუპერი პორტლენში ერთ-ერთ ბორტზე ავიდა. როგორც კი თვითმფრინავი აფრინდა, კუპერმა სტიურდესას გადასცა წერილი, სადაც ეწერა, რომ მას თან ბომბი ჰქონდა. კუპერმა 200 000 დოლარი მოითხოვა, სანაცვლოდ კი თვითმფრინავი სიეტლში დაეშვებოდა და ხალხს გაათავისუფლებდა, თუმცა კუპერი ორეგონის შტატის მახლობლად ავიახომალდიდან იმ დროს გადახტა, როცა თვითმფრინავი ღრუბლებში მოხვდა.სპეციალისტებმა ყურადღებით შეისწავლეს ის ადგილი, სადაც კუპერი უნდა დაშვებულიყო, თუმცა იქ ვერაფერს მიაგნეს. სამი კვირის შემდეგ "ლოს-ანჯელეს თაიმსის" რედაქციაში მიიღეს წერილი, ავტორი კი დენ კუპერი გახლდათ. ის იტყობინებოდა, რომ იყო ავად და სჭირდებოდა ფული, რომ რამდენიმე თვის დარჩენილი სიცოცხლე მშვიდად გაეტარებინა.
1980 წელს პორტლენდიდან ფერმერებმა მდინარის პირას ნახეს კუპიურები, რომელზეც გამოსახული რიცხვები ზუსტად ემთხვეოდა იმ კუპიურებზე არსებულ რიცხვებს, რომლებიც წერლის ავტორს გაუგზავნეს.

0
109
4-ს მოსწონს
ავტორი:უჩა
უჩა
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0