x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ნივთიერებები, რომლებიც ოქროზე ძვირი ღირს!!!
image
სავარაუდოდ თქვენ დაახლოებითაც ვერ დაასახელებთ მეტალ კალიფორნიუმ-252-ის დაახლოებით ღირებულებას მაინც. გასაკვირიც არ არის, რადგან 1 გრამი კალიფორნიუმ-252 ათი მილიონი დოლარი ღირს. ასეთი მაღალი ღირებულება გამოწვეულია იმით, რომ მთელს მსოფლიოში მისი რაოდენობა გრამს არ აღემატება. კალიფორნიუმ -252 ხელოვნური წესით იღებენ. პირველად ეს 1958 წელს გააკეთეს. მეტალი მაღალი რადიოაქტიურობით გამოირჩევა.

სხვა რეკორდსმენი მეტალები გაცილებით იაფი ღირს, მაშ ასე გავეცნოთ დედამიწაზე არსებულ ყველაზე ძვირადღირებულ მეტალზე. დავიწყოთ ყველაზე იაფიანი ოქროთი.

ოქრო–ღირებულება 42-56 დოლარი გრამი.image

ოქრო ძალიან მძიმე ნეტალია. სუფთა ოქროს სიმჭიდროვე 19 621 კგ/მ შეადგენს. მეტალებს შორის სიმჭიდროვით მეექვსე ადგილზეა ოსმიუმის, ირიდიუმის, რენიუმის, პლატინისა და პლუტონიუმის შემდეგ. ოქროს სიმძიმე მის მოპოვებას აადვილებს, ყველაზე მარტივი მეთოდია ქანების წყლით გარეცხვა.


როდიუმი– 1 გრამის ღირებულება 58 დოლარი.image

როდიუმი ძირითადად გამოიყენება კატალიზატორებში, რათა შეამციროს ავტომობილის მიერ ნახშირბადის გამოყოფა. ეს მეტალი არ ასრულებს არანაირ ბიოლოგიურ ფუნქციას. როდიუმის შენაერთები საკმაოდ იშვიათად გვხვდება ყოველდღიურ ცხოვრებაში და მათი ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე ჯერ კარგად შესწავლილი არ არის, მიუხედავად ამისა ის მაღალტოქსიკური ნივთიერაბაა.

პლატინა – 1 გრამის ღირებულება 60$.image

პლატინა და მისი შენადნობები ფართოდ გამოიყენება საიუველირო წარმოებაში. ყოველწლიურად მსოფლიო საიუველირო წარმოება 50 ტონა პლატინას მოიხმარს.

პლუტონიუმი - 1 გრამის ღირებულება დაახლოებით 4000 დოლარი.image

მძიმე, არამყარი მოვერცხლისფრო-მოთეთრო ფერის რადიოაქტიური მეტალი. ფართოდ გამოიყენება ატომური იარაღისა და ატომური საწვავის წარმოებაში. ასევე გამოიყენება კოსმუსურ აპარატებში საწვავის სახით.

თრითიუმი - 1 გრამის ღირებულება 30000 აშშ დოლარი.image

ერთი კილოგრამი თრითიუმის წარმოება 30 მილიონი დოლარი ჯდება. გამოიყენება განათების მოწყობილობებში.

ოსმიუმ-187 - 1 გრამის ღირებულება 200 000 აშშ დოლარი.image

ძვირფასი ლითონი ოსმიუმი მიიღება საკმაოდ რთული მოპოვების პროცესის შედეგად, ის 7 იზოტოპისგან შედგება. ყოველი იზოტოპი განსხვავდება თავისი მასური წონებით, რომლებიც მერყებს 184-დან 192-მდე. ყველაზე მძიმე იზოტოპი 192 მოიცავ ნივთიერების 41%-ს, ხოლო ყველაზე მსუბუქი 187 ნივთიერების მხოლოდ 1.6%-ს, თუმცა ასეთი მცირე დოზა ხელს არ უშლის მისი გამოყოფისა და გამოყენების პროცესს.

კალიფორნიუმ-252 - 10 მილიონი დოლარი გრამი.image

ამ ნივთიერებას არანაირი პრაქტიკული გამოყენება არ აქვს. ის მხოლოდ ერთხელ მიიღეს 1958 წელს ხელოვნური წესით და მსოფლიოში მისი რაოდენობა 5 გრამს არ აღემატება.

6
1566
6-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
1566
  
2016, 13 მაისი, 14:30
საინტერესოა ;))
2015, 23 ოქტომბერი, 0:31
საინტერესო სტატიაა :)
2015, 21 ოქტომბერი, 15:54
მადლობა :)
2015, 21 ოქტომბერი, 0:44
ყოჩაღ რომა მართლა გამორჩეული ავტორი ხარ
2015, 18 ოქტომბერი, 15:41
კარგია თუ მოგეწონათ :)
2015, 17 ოქტომბერი, 15:12
საინტერსო სტატიაა, მეც კი არ ვიცოდი
0 1 6