x
ვლადიმერ პუტინი - სირიაში ოპერაცია გაგრძელდება, სანამ სირიის არმია ტერორისტების წინააღმდეგ შეტევით ოპერაციებს არ დაასრულებს

imageრუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სირიაში საჰაერო ოპერაცია იქამდე გაგრძელდება, სანამ სირის არმია ტერორისტების წინააღმდეგ შეტევით ოპერაციებს არ დაასრულებს. როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა დსთ-ს ლიდერთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
პუტინის მოსაზრებით, სირიაში რუსეთის საჰაერო ოპერაცია ლეგიტიმურია, რადგან სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის ოფიციალური თხოვნის საფუძველზე დაიწყო.
"ავიაციას და სხვა საშუალებებს მხოლოდ ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ვიყენებთ", - აღნიშნა პუტინმა.
რუსეთი სირიაში საჰაერო ოპერაციას 30 სექტემბრიდან ატარებს. მოსკოვში აცხადებენ, რომ სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარი სამიზნე - "ისლამური სახელმწიფოა", თუმცა დასავლეთში ეჭვობენ, რომ რუსეთი ოპერაციას პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ოპონენტების წინააღმდეგ ატარებს.

0
629
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
629
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0