x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ახალი რევოლუციური ბატარეა,რომელიც 2 წუთში იტენება
image


სინგაპურელი მეცნიერების გამოგონება გაახარებს სმარტფონების თუ ელექტრმობილების მფლობელებს.


რევოლუციური ბატარეა გამოიგონეს ნანიანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სწავლულებმა.აკუმლიატორის 70% 2 წუთში იტენება.

image


საქმე იმაშია, რომ ანოდი(დადებითი პოლუსი) ლითიუმ-იონური ბატარეისა დამზადებულია არა გრაფიტისგან, არამედ დიოქსიდ ტიტანის ნანომილებისგან.ეს გახლავთ საკმაოდ იაფი და გავრცელებული მასალა.


ნანომილების დიამეტრი ათიათასჯერ უფრო წვრილია, ვიდრე ადამიანის თმის ღერი, მაგრამ მსგავსი ტექნოლოგია ბევრად უფრო დააჩქარებს ქიმიურ რეაქციას დისკოში.


ეს სიახლე რა თქმა უნდა გაახარებს სმარტფონების თუ პლანშეტების მფლობელებს, თუმცა სუპერ-ბატარეის გამომგონებლები აპირებენ უფრო ფართოდ კომერციული გასაქანი მისცენ ახალ აკუმლიატორს.


ახალი აკუმლიატორი შესაძლებლობას იძლევა ელექტრომობილები ბენზინზე მომუშავე ავტომობილებს გაუთანაბრდეს.ერთ-ერთი მთავარი მინუსი ელექტრომობილებისა გახლავთ ის, რომ ბოლომდე დატუმბული ელექტროკარს მხოლო 4 საათი ყოფნის ენერგია, მეორეც ის, რომ აკუმლიატორებს დატენვის შეზღუდული რაოდენობა გააჩნია, შემდეგ კი გამოსაცვლელი ხდება, ნანომილებისგან დამზადებული აკუმლიატორი კი შეგიძლიათ დატენოთ 10 000-ჯერ!იგი მოგემსახურებათ 20 წელი.


-ჩვენი ტექნოლოგია შესაძლებლობას იძლევა ელექტრომობილი სულ რაღაც 5 წუთში დავტენოთ-აცხადებს სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი ჩენ სიაოდუნი(Chen Xiaodong), -დაახლოებით ამდენივე სჭირდება ბენზინზე მომუშავე ავტომობილის გამართვას.

image

ამასთანავე ელექტროკარის მომხმარებლებს ბევრად უფრო იაფი დაუჯდებათ ავტომობილის შენახვა.

მფლობელებმა ყოველ 5 წელიწადში ერთხელ უნდა გამოცვალონ აკუმლიატორი.


მაგალითად, სპორტული ელექტროკარის "Tesla Roadster"-ის ბატარეა 20 000 $ ღირს, თუ გავითვალიწინებთ იმას, რომ 5 წლის შემდეგ ამდენი ფული ნიავს უნდა გაატანოთ, ამის შემდგომ ელექტრომობილების თაყვანისმცემელთა არმია აშკარად გაიზრდება.

როგორც სინგაპურელი მეცნიერები გვპირდებიან ახალი ბატარეა მასიურ წარმოებაში მაქსიმუმ 2 წელიწადში გაიშვება.

image

0
460
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
460
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0