x
image
Guns N Roses
წინასწარი დასკვნით ბოინგს რაკეტა მოხვდა - დაღუპულია 298 ადამიანი

image

წინასწარი დასკვნით ბოინგს რაკეტა მოხვდა - დაღუპულია 298 ადამიანი... ჰოლანდიის უსაფრთხოების საბჭო დღეს უკრაინაში მალაიზიური ბოინგის კატასტროფის შესახებ საბოლოო ანგარიშს გამოაქვეყნებს. სპეციალისტები და ექსპერტები გამოძიებას 15 თვის განმავლობაში აწარმოებდნენ.
წინასწარი დასკვნის თანახმად სამგზავრო თვითმფრინავს დონეცკის თავზე რაკეტა მოხვდა, რამაც კატასტროფა გამოიწვია. სავარაუდოდ ანგარიშში არ იქნება დასახელებული მხარე, რომელმაც რაკეტა გაისროლა.
ამ შემთხვევას 298 ადამიანი ემსხვერპლა. დასავლეთიც და უკრაინაც ლაინერის ჩამოგდებაში პრორუს სეპარატისტებს ადანაშაულებენ. მოსკოვი კი ბრალს უკრაინას უყენებს.
ბოინგის კატასტროფის შესახებ ანგარიში რუსებმაც მოამზადეს და დოკუმენტი მედიას დღეს წარუდგინეს.



უკრაინაში მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებაში სავარაუდო ეჭვმიტანილთა ვინაობა დადეგნილია, - ამის შესახებ განცხადება ჰოლანდიელმა პროკურორმა საერთაშორისო საგამოძიებო საბჭოს მიერ მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა, თუმცა მას დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ფრედ ვესტერბეკეს თქმით, ჯერ გამოძიება მუშაობს და მტკიცებულებებთან ერთად ინფორმაციას ეჭვმიტანილებზეც აგროვებს.
საერთაშორისო საგამოძიებო საბჭომ დაადასტურა, რომ სამგზავრო თვითმფრინავი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონიდან გაშვებული რაკეტით ჩამოაგდეს. შემთხვევა 2014 წლის 17 ივლისს მოხდა და 298 ადამიანი ემსხვერპლა. მგზავრთა უმრავლესობა ჰოლანდიის მოქალაქე იყო.

0
45
3-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0