x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ნოდარ ხადური- "კვირას თურქეთ-საქართველოს დამაკავშირებელ საბაჟო-გამშვებ პუნქტს გავხსნით", -

imageრუსთაველის თეატრში "თბილისის აბრეშუმის გზის" ფორუმი ოფიციალურად იხსნება. ფორუმის დაწყებამდე კომენტარები მინისტრთა კაბინეტის წევრებმა გააკეთეს.

"საკმაოდ საინტერესო პროექტებია, მათ შორის ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი მაგისტრალის ამოქმედება. რამდენიმე საინტერესო წინადადება გამოითქვა, რომ საქართველოს გავლით სხვადასხვა ქვეყანამ ტვირთები გაცვალოს. კვირას ჩვენ ახალ საბაჟო-გამშვებ პუნქტს გავხსნით, რომელიც ამ კონტექსტში ჯდება, ეს არის თურქეთ-საქართველოს დამაკავშირებელი კიდევ ერთი საბაჟო-გამშვები პუნქტი, " - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ფორუმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. დავით ბაქრაძის თქმით, ღონისძიება საქართველოს გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას ხაზს უსვამს. ინფორმაციას ავრცელებს რუსთავი2 ტავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზდ

0
69
2-ს მოსწონს
ავტორი:გიო სტურუა
გიო სტურუა
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0