x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
20 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ალკოჰოლის შესახებ

ალკოჰოლი უძველესი დროიდან არსებობს და ყველა ქვეყანას საყვარელი სასმელი აქვს. დროთა განმავლობაში, გარკვეული ინფორმაცია დაგროვდა ამ სასმელების შესახებ. ქვემოთ გთავაზობთ ზოგიერთ საინტერესო და ნაკლებად ცნობილ ფაქტს ალკოჰოლური სასმელების შესახებ.

20 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ალკოჰოლზე


1. ბოსტნეულის უმრავლესობა და თითქმის ყველა ხილი ალკოჰოლის მცირე რაოდენობას შეიცავს.

20 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ალკოჰოლზე

2. ალკოჰოლი მხოლოდ მიწიერი სასმელი არ არის. მანჩესტერის ინსტიტუტის მეცნიერებმ, არწივის თანავარსკვლავედში აღმოაჩინეს «კოსმოსური ბარი»! ღრუბელი, რომელშიც «სასმელი» გაყინულ (-148 °C ) მდგომარეობაში იმყოფება. ალკოჰოლის რაოდენობა ამ ღრუბელში, 10 000-ჯერ აღემატება წყლის საერთო რაოდენობას დედამიწაზე.
20 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ალკოჰოლზე

3. ვიკინგებს ძალიან უყვარდათ ალკოჰოლური სასმელები, მაგრამ ისინი მას არა ტრადიციული სასმისით, არამედ ბრძოლაში დამარცხებული მტრის თავის ქალით სვამდნენ.

20 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ალკოჰოლზე

4. ამერიკაში, ოჰაიოს შტატში კანონით იკრძალება თევზის დათრობა.
20 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ალკოჰოლზე

5. საფრანგეთის ერთ-ერთი ვენახის მიწა იმდენად ღირებულად ითვლება, რომ ყველამ, ვინც ამ მიწაზე ფეხს დაადგავს, ვენახის დატობების დროს, ფეხსაცმელი კარგად უნდა გაიწმინდოს, რომ მიწის ნაწილი თან არ გაიყოლოს.
20 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ალკოჰოლზე


6. აშშ-ში, იაპონიაში, ინდოეთში, ინდონეზიაში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, დაწესებულია, სასმელის მოხმარების, ყველაზე მაღალი მინიმალური ასაკი -21 წელი. ზოგიერთ ქვეყანაში ეს ასაკი 16 წელია, ზოგში კი საერთოდ არ არსებობს კანონი, ალკოჰოლის მიღების ასაკობრივ ზღვარზე, ხოლო ზოგში ალკოჰოლური სასმელი საერთოდ აკრძალულია.
card with a resolution to drink alcohol

7. კვლევის თანახმად, დღე-ღამის ნებისმიერ მომენტში, დედამიწის მოსახლეობის 0, 7 % მთვრალია. რაც იმას ნიშნავს, რომ პლანეტაზე, ყოველთვის, 50 მილიონი ადამიანი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.
20 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ალკოჰოლზე

8. ჩეხეთი – არის ქვეყანა, რომელშიც ყველაზე მეტ ლუდს სვამენ. 1 სულ მოსახლეზე, იქ 150 ლ. ლუდი ისმევა.
20 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ალკოჰოლზე

9. ადოლფ ჰიტლერი ალკოჰოლურ სასმელებს საერთოდ არ ეკარებოდა, ხოლო უინსტონ ჩერჩილი სმის დიდი მოყვარული იყო.
20 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ალკოჰოლზე

10. სადღეგრძელოს თქმის ტრადიცია ძველ რომში გაჩნდა.
20 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ალკოჰოლზე

11. ადამიანები, რომლებსაც კუნთები აქვთ განვითარებული, უკეთესად იტანენ ალკოჰოლს, ვიდრე ისინი, ვისაც კანის ქვეშ ცხიმი აქვს დაგროვილი. ეს იმით არის განპირობებული, რომ წყლით მდიდარი კუნთები დიდი რაოდენობით ალკოჰოლს ითვისებენ და არ აძლევენ მას ტვინში მოხვედრის საშუალებას.
20 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ალკოჰოლზე

12. ცარიელი ჭიქის შიშს - ცენოსილიკაფობია ჰქვია.
20 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ალკოჰოლზე

13. იაპონელმა ექიმებმა რამდენიმე პაციენტს აღმოუჩინეს ლოთი ნაწლავის სინდრომი. რაც იმაში გამოიხატება, რომ ნაწლავებში მაღალია სოკო კანდიდას რაოდენობა, რომელიც იმ რაოდენობის ალკოჰოლს გამოიმუშავებს, რომ ადამიანის თრობას იწვევს.
20 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ალკოჰოლზე

14. კოკტეილები პოპულარული გახდა მშრალი კანონის დროს. ისინი ნიღბავდნენ ალკოჰოლის გემოს სასმელში.
20 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ალკოჰოლზე

15. შამპანურის ბოთლში 3-ჯერ უფრო მაღალია წნევა, ვიდრე მანქანის საბურავში და ბოთლის გახსნის შემდეგ, მისი საცობი, დაახლოებით, 100 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს.
20 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ალკოჰოლზე

16. კამბოჯაში ყველაზე პოპულარული სასმელი ტარანტულას ბრენდია – ბრინჯის ლიქიორი, რომელსაც ახლად მოკლული ობობა ემატება.
20 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ალკოჰოლზე

17. მსოფლიოში ყველაზე მაღალი ალკოჰოლის შემცვლელ ლუდად “გველის შხამი” ითვლება, რომელსაც Brewmeister აწარმოებს. ჩვეულებრივ, ლუდი 4 - 6 პროცენტამდე ალკოჰოლს შეიცავს, ხოლო ხსენებულ შოტლანდიური ლუდში, ალკოჰოლის შემცველობა - 67, 5 % -ია
20 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ალკოჰოლზე

18. არაყი – ყველაზე პოპულარულია სპირტულ სასმელებს შორის. მსოფლიოში, ყოველწლიურად, დაახლოებით, 5 მილიარდი ლიტრი არაყი ისმევა.
20 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ალკოჰოლზე

19. ფართოდ გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ნამდვილ ტეკილაში აუცილებლად უნდა იყოს “ჭიაყელა", სიმართლეს არ შეეფერება. მექსიკური სასმელის ბოთლში ჭიაყელის ჩაგდება, მხოლოდ სარეკლამო ტრიუკი იყო ევროპული ბაზრის დასაპყრობად და ამასთან, ჭიაყელა ტეკილაში კი არა, მის “მონათესავე", უფრო დაბალი ხარისხის სასმელში - მესკალში არის.

20 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ალკოჰოლის შესახებ20 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ალკოჰოლზე

20. ყველაზე ძვირადღირებული არაყი “მილიარდელი” 3, 75 მილიონი დოლარი ღირს. მას ცნობილი კომპანია Leon Verres აწარმოებს. არაყი სამგზის ფილტრაციას გადის: ყინულში, სკანდინავიური არყის ხის ნახშირში და ბრილიანტის ქვიშაში.

არაყი იყიდება პლატინით გაფორმებულ ბროლის ბოთლებში, რომელშიც 3 000 ბრილიანტის თვალი არის ინკრუსტირებული.
20 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ალკოჰოლზე

9
1205
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1205
  
2017, 19 ივნისი, 8:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 15 ოქტომბერი, 23:13
ააა, ვერ მიმიხვდით, 3,75 მილიონ დოლარადაა შეფასებული ეგ სასმელი, და ნუ თუ ვინმე მაჩუქებთ, გავსინჯავდი ფასის ხათრით ;:D :D :D
2015, 15 ოქტომბერი, 23:01
გავსინჯავდიო ვიფიქრე რომ ცივათქო :)
2015, 15 ოქტომბერი, 23:00
არა არ მცივა, რასთან დაკავშირებით იკითხეთ? :)
2015, 15 ოქტომბერი, 22:59
აბაა, ეგ თქვი შენ. გასინჯვაში რა თქმა უნდა თუ მაჩუქებენ ის ვიგულისხმე :)))))
2015, 15 ოქტომბერი, 21:22
პაპაჩემის გამოხდილი გარგარის არაყი ყველაზე დონეა სპირტიანთა სამყაროში :)
2015, 15 ოქტომბერი, 18:41
სულ არ გავსინჯავ, მაკა, ოღონდაც ეს ბოთლი მაჩუქოს ვინმემე, არ უნდათ?? :)))
2015, 15 ოქტომბერი, 18:33
ხომ არ გცივა?
2015, 15 ოქტომბერი, 13:23
ალკოჰოლი და მე საერთოდ შორს ვართ, მაგრამ ამ ბოლოს გასინჯავდა კაცი :))))
0 1 9