x
მეტი
  • 29.11.2024
  • სტატია:138558
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512215
სკანდალური დაპირისპირება გრძელდება! მაია ასათიანის მკაცრი პასუხი კონკურენტებს

image
გადაცემები "სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად" და "პროფილი" მუდმივი მეტოქეები არიან, კონკურენტ არხებზე, ერთსა და იმავე დროს, მსგავსი შინაარსის გადაცემები მუდამ რეიტინგში ეცილებიან ერთმანეთს.
პროფილი წლების მანძილზე პირველობას არავის უთმობდა, გასული სეზონის მანძილზე კი "სხვა რაკურსი" დიდ კონკურენტად ექცა. მაია ასათიანმა გადაცემის პროფილი შეცვალა, ნაკლები სიყვითლე და ბევრი საჭირბოროტო თემა.

გასულ ხუთშაბათს "პროფილი" მაღალ რეიტინგს ზეიმობდა, რასაც კონკურენტი გადაცემის პროდიუსერი მაია სტეფნაძე გამოეხმაურა: "პირველად და უკანასკნელად ვეხები რეიტინგების თემას. მიმაჩნია, რომ რეიტინგი იმას აფასებს, თუ რამდენად მოეწონა შენი გუნდის ნაშრომი მაყურებელს და პირადად მე კონკურენტის დამარცხებით არ გამიხარია. მთელი ივნის-ივლისი 8 გადაცემა ზედიზედ მოვიგეთ და აზრადაც არ მომსვლია გამარჯვების ყიჟინა დამეცა, რადგან ამით ჩემი სისუსტის დემონსტრირებას მოვახდენდი. მე არ ვეკუთვნი იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც მხოლოდ სამსახურით სულდგმულობენ და ისიც უღირსობა მგონია, როცა მოგება არ გაკმაყოფილებს და ტყუილს კადრულობ შენი ამბიციების დასაკმაყოფილებლად. წინა გადაცემის მოგებაც არ აღმინიშნავს შამპანურით, ასე რომ, დავუტოვოთ ხალხს უფლება, რასაც უნდა იმას უყურონ და ჩვენ დავტკბეთ სიცოცხლით. მუდამ თქვენი მაია სტეფნაძე".image

"პირველი – გასულ ხუთშაბათს "პროფილი" ეთერში არ გასულა, მეორე – ჩემი გადაცემა უკვე 8 წელია მოღვაწეობს და არ ყოფილა მოგება, რომლისთვისაც მე ჩემი მაყურებლისთვის მადლობა არ მითქვამს და ეს იცის ყველამ. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ძალიან გვიყვარს ჩვენი საქმე, შესაბამისად, მოგვეცით უფლება – გვიხაროდეს ჩვენი წარმატება. მესამე – არასდროს, არც ერთხელ ჩემი კარიერის მანძილზე ტყუილი არ მითქვამს რეიტინგთან დაკავშირებით. ნებისმიერ მსურველს, ნებისმიერ დროს შემიძლია, 8 წლის მანძილზე წუთობრივად დაშლილი ''პროფილის" და პარალელურად "იმედზე" გასული გადაცემის რეიტინგი ვუჩვენო. დიახ, ჩვენ ყველა წარმატებულ ეთერს, ისე აღვნიშნავთ ხოლმე, როგორც პირველს. სხვანაირად ამდენი წელი ვერ ვიქნებოდით ტელე-ბაზარზე!"-განაცხადა ასათიანმა.image

0
1074
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1074
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0