x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მომავალ წელს ღრუბლებში ვიფრენ... (7 ნაწილი)

image


სიხარულით წავედი ლაბორატორიულზე იმ იმედით, რომ მას ვნახავდი, მაგრამ არ მოვიდა დღეს საერთოდ. ლექციების შემდეგ ისევ ეზოში შევიკრიბეთ მე და თომა, ბაბი და ჯონი, წამოგორდნენ ბიჭები გაზონზე, გოგონებს კი მათ მკერდზე გვედო თავები. უხასიათოდ ვიყავი, დანიელზე მეფიქრებოდა რატომ არ მოვიდა დღეს, თან წარა-მარა თვალს გზისკენ ვაპარებდი, მინდოდა მისი პიკაპი დამენახა, თუმცა ის არ ჩანდა. რამოდენიმე დღე საერთოდ არ გამოჩნდა, მე კი ვღელავდი, არც ნომერი ვიცოდი მისი რომ დამერეკა. კოლოქვიუმზე ყოველთვის პირველი ვრჩებოდი წერას, თუმცა ლექცია გადის, ჩემს მეტი აღარავინ ზის მერხთან და მაინც ვერაფერი დავწერე. დანიელზე დარდით ვერ ვიკრეფ გონებას, გამუდმებით სადღაც დავფრინავ, სადღაც, შორს უსასრულობაში. დღეები დღეებს არ გავს, მე კი იმ ძველ ნატალის. მგონი მენატრება, არა, მეტს აღარ გავჩერდები ასე უმოქმედოდ, დროა რაღაც ვიღონო, ამიტომ გადავწყვიტე და დირექტორის კაბინეტს მივაშურე. ფრთხილად მივაკაკუნე კარზე, თან შევაღე და შევედი.

-- დღე მშვიდობის ქალბატონო ემა.

* * შემოდი ნატალი. რამ შეგაწუხა ჩემო გოგო?

-- იცით, რამდენიმე დღეა ჩემი ჯგუფელი დანიელ მირცხულავა არ გამოჩენილა, კონსპექტები მაქვს მისაცემი და მის ნომერს ხომ ვერ მომცემდით?! დამეკარგა.

* * მაპატიე საყვარელო, მაგრამ თქვენი, ნებისმიერი ჩემი სტუდენტის პირადი მონაცემი კონფიდენციალურია და მხოლოდ საგანგებო შემთხვევაში მაქვს უფლება გავცე. არ იდადრო, ალბათ ქალაქიდან გავიდა, ხშირი გაცდენები ახასიათებს, დაბრუნდება, სად წავა.
-- გმადლობთ და ნაძალადევი ღიმილით გამოვიხურე კარი.

იქიდან ბატონ ალექსანდრესთან ავირბინე, ბედზე მივუსწარი, ხელსაწყოებს ინახავდა კარადებში და უნდა წასულიყო.


* * ნატალი? რამ შეგაწუხა?

-- ბატონო ალექსანდრე, დანიელი სად არის?

* * ოო, ვიცოდი რომ არ ღირდა.

-- რა არ ღირდა?

* * თქვენი დაწყვილება.

-- ჩვენი დაწყვილება? რას ამბობთ, ეს შემთხვევით არ მომხდარა?

* * არა ნატალი, მან ამოგირჩია. კონსპექტებს აუცილებლად გადავცემ, არ ჩამოგვრჩება დამერწმუნე.


გამწარებულმა დავტოვე ოთახი. ვერც ჩოგბურთს დავუდე გული, ვერც მეგობრებმა მიშველეს, რაღაცნაირი ნაცრისფერი ხდებოდა ყველაფერი დანიელის გარეშე. ყველაფერი ნელ-ნელა თავდაყირა დგებოდა, ნახევარ ფინალის შესარჩევ ტურში ჩავფლავდი და საუკეთესო ოცეულიდან გამომაძევებენ ალბათ. გულგატეხილი ჩავჯექი თომას მანქანაში, რომელიც თამაშს ესწრებოდა და სახლში უნდა წამოვეყვანე. მთელი გზა მარჯვენა მხარეს მქონდა თავი მოქცეული და ფანჯრიდან ვიყურებოდი, გავყურებდი სახლებს, ქუჩებს და სხვადასხვა ფიქრები ერთმანეთს კვეთავდნენ. ამასობაში სახლთანაც მოვედით.


* * თუ გინდა შემოვალ შენთან ნატალი.


-- არა, არ მინდა თომა, დასვენება მინდა.

* * ამ ბოლო დროს ვეღარ გცნობ, რამე ხდება?

-- არაფერი არ ხდება.

* * დანიელს ხვდები?

-- დანიელს? საიდან მოიტანე. ის უბრალოდ ჩემი ლაბორატორიულის პარტნიორი და მეგობარია, არა მეგობარი არა, მეგობარიც კი არ არის. არ ინერვიულო კარგი?

* * კარგი, დაწყნარდი, უბრალოდ ვიკითხე, არ მინდა რამეს მიმალავდე, როგორც იტყვი.

ლოყაზე ვაკოცე და გადავედი მანქანიდან. უხალისოდ შევედი სახლში, ჩოგბურთის ჩანთა ძირს მოვისროლე, ფეხსაცმელები ფეხის მოძრაობებით გავიხადე და შემოსასვლელში მივყარე.

* * ნატალი სალაპარაკო გვაქვს.

-- წავაგე დედა, მეტი რაღა უნდა ვილაპარაკოთ?!


ავუწიე ტონს, შევედი ჩემს ოთახში, კარი მივაბრახუნე, მივეყრდნე ზურგით, ჩავიკეცე ძირს და მინდოდა მეტირა, მაგრამ ვერ შევძელი. ბოლოს წამოვწექი საწოლზე და ასე ჩოგბურთის ფორმაში გამოწყობილი ვეგდე დიდხანს. არაფერი არ მინდოდა, ყველაფერი მძულდა, მხოლოდ დანიელის ნახვა მინდოდა. უცებ გამახსენდა სკოლის ზეიმის სურთები, ალბომები გადმოვყარე და ვათვალიერებდი, პატარა დანიელი, რა საყვარელია, ისეთივე საყვარელი, როგორც ეხლა, ლამაზი მწვანე თვალები, პატარა ცხვირი და გაბუტული ტუჩები. სად ხარ დანიელ, რა გჭირს. ვიცი სადაც ხარ, ვიცი. სამსართულიანი კერძო სახლი უმშვენიერესი ბაღით, გამახსენდა, ფარმაკო ქიმიის შენობიდან რომ ვბრუნდებოდით მაშინ მითხრა... ჩავრთე ძრავი და გავაქროლე ავტომობილი, მივირბინე მის სახლთან და ზარი დავრეკე, ნეტა ვინ გამიღებდა კარს, დანიელი, მისი რომელი და-ძმა თუ დედ-მამა? თუმცა რა აზრი ჰქონდა. აი მასპინძელი გოგონაც გამოჩნდა.


* * რით შემიძლია დაგეხმაროთ?


-- გამარჯობა, შენ ალბათ დანიელის და ხარ, შინ არის?


* * უკაცრავად, ვისი?


-- მირცხულავების ბინაა ეს?


* * არა გეთაყვა, აქ მასეთი არავინ არ ცხოვრობს.


ბოდიში მოვიხადე და გულდაწყვეტილი წამოვედი. მომატყუა, კი მაგრამ, რატომ?!!


ამ გაურკვევლობაში ორი კვირა გავიდა. ქიმიის საგამოცდო წერა გქვონდა ლაბორატორიულზე, ყველა თავის სტიქიაში იყო, წლის ბოლო ახლოვდება. აუდიტორიის კარი გაიღო და ნაცნობმა ხმამ გაიჟღერა.


* * ოუუ, საგამოცდო წერა უკვე დაგიწყიათ, დროში როგორ ჩავეტევი ნეტა? გამარჯობათ ყველას.


და ღმილიანი სახით გვერდით მომიჯდა. ისე გავიდა ლექცია, ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია, ზარი გამოვიდა თუ არა, მაშინვე გავიდა აუდიტორიიდან და მეც ავედევნე. თავის კარადაში ნივთებს ინახავდა თავზე რომ დავადექი.


* * ჰეი პარტნიორო, როგორ ხარ? მადლობა კონსპექტები რომ გამომიგზავნე, უშენოდ საგამოცდოს ვერ დავწერდი.


-- ბოლო ორი კვირა რატომ არ დადიოდი?


* * შენ რა ყოველ დღე დადიოდი?


-- მითხარი რა გჭირს, ავად ხარ?


* * ჰო, ავად ვარ, მეც, შენც და ეს სექსუალური გოგოც. (და თითი გამვლელ გოგოზე გაიშვირა)


-- არ გეხუმრები დანიელ.


* * და ხუმრობა როდისმე იცოდი ნეტავ?


-- გეყოფა დანიელ, დეპრესია გაქვს ხომ? სერიოზულად გეკითხები!


* * ხომ იცი მაინც არ გიპასუხებ.


-- ხომ შეგეძლო გეთქვა. (და წამლის "ფლაკონი" და ქურთუკი გავუწოდე)


* * რა მეთქვა?


-- რომ პრობლემები გაქვს.


ამ დროს თომამ დაგვინახა ერთად და მოვიდა.


----- აქ რა ჯანდაბა ხდება?


-- შემცივდა, დანიელმა ქურთუკი მათხოვა და დავუბრუნე.


* * კარგი რა ნატალი, ხომ იცი მაინც არ დაგიჯერებს.


----- შენ არავინ გეკითხება, მოკეტე ნაბიჭ...ო. (და დანიელისკენ გაიწია, თუმცა მე გადავეფარე)


-- კარგი რა თომა, ქურთუკის გამო ხომ არ იჩხუბებთ არა?


ხმა აღარ ამოუღია და წავიდა. მე კი მას გავეკიდე.


-- მოიცა თომა, გთხოვ გაჩერდი. ეს ხომ მხოლოდ ქურთუკია, გეფიცები ჩვენს შორის არაფერი არ ყოფილა.


----- შემეშვი ნატალი, ლექციაზე მეჩქარება.


ეხლა დანიელისკენ გამოვიქეცი და ვფიქრობ რა სასაცილო სანახავი ვიქნებოდი შორიდან, თუმცა ჩემს თავსა და გულში რომ ჩაგახედათ... ეზოში დავეწიე, პიკაპისკენ მიდიოდა.


-- შენთვის ეს ყველაფერი თამაშია არა?!


* * არ ვიცი ნატალი რას ამბობ.


-- არც ის არ იცი ლაბორატორიულზე რატომ ამომირჩიე მეწყვილედ?


* * მეე?! რას ამბობ.


-- ნუ მატყუებ, ბატონმა ალექსანდრემ მითხრა.


არ ჩერდებოდა და გიჟივით კითხვებით მივდევდი უკან, ბოლოს მკლავში ჩავავლე ხელი და გავაჩერე.


-- სად ცხოვრობ მითხარი, ეგეც რატომ მომატყუე?


* * რაა, მეტისმეტია პარტნიორო, მგონი კონტროლს კარგავ. ერთი კარგი პრეპარატი ვიცი და შემიძლია რეკომენდაცია გაგიწიო, თუმცა მისი სახელი უკვე იცი, დალიე, გიშველის.


მომაძახა და წავიდა. მე სასწავლებელში ამოვბრუნდი, ლექციები შესული იყო, ამიტომ დერეფანში არავინ იყო, ვისარგებლე სიწყნარით და დანიელის კარადა გავტეხე, იქნებ მის საიდუმლოს რაიმეთი ამეხადა ფარდა. თუმცა დირექტორის კაბინეტში ამოვყავი თავი, ცოტახანში კი ჩემი მშობლებიც მოვიდნენ. ამ არაადექვატური საქციელის გამო ერთი კვირით ლექციებზე დასწრების უფლება ჩამომერთვა. ესღა მაკლდა. ჩავჯექი მამას მანქანაში უკანა სავარძელზე, ფანჯარაზე ჩამოდებულ მკლავზე სახე დავაყრდნე და გარეთ ვიყურებოდი. ცოტაც და გასკდებოდა თავი ფიქრებით.


* * ნატალი, რაზე ფიქრობდი კარადას რომ ტეხდი? ამდენი შრომის ფასად მიღწეული წარმატება გინდა, რომ წყალში ჩაყარო?


-- არ მინდა ამაზე ლაპარაკი.


* * არ გინდა გვითხრა რა გჭირს?


არ მომეშვნენ მშობლები.


-- გამიჩერეთ მანქანა, გამიჩერეთმეთქი. თუმცა აქ მაინც გამიმართლა, შუქნიშანზე წითელი აინთო, ვისარგებლე მომენტით და გადავედი მანქანიდან. დიდხანს ვიბოდიალე ქუჩებში და ბოლოს დავბრუნდი სახლში. არავის დანახვა არ მინდოდა და ბაბი მომადგა, სახლში არ შემომიშვია, მოვუბოდიშე და კარების ზღურბლიდან გავესაუბრე.


* * ნატალი არ გინდა მომიყვე რა ხდება?


-- არაფერი ბაბი, უბრალოდ გავჭედე.


* * დანიელის კარადაში რას ეძებდი, რატომ გატეხე?


-- მშვენიერია, ამ ერთ კვირაში საჭორაო მოგეცათ.


* * მე შენი დახმარება მინდა, მტერი კი არ ვარ. დანიელი იდიოტია, მოწონხარ, ეჭვიანობს და შენი და თომას დაშორება უნდა, რას ვერ ხვდები?


-- საკმარისია ბაბი, წადი. (და კარი მივუხურე ცხვირწინ)


* * გონს მოეგე ნატალი, ნუ მისცემ უფლებას ყველაფერი წაგართვას. (ყვიროდა ბაბი კარის იქიდან)


დავავლე ჩემს სპორტულ ჩანთას და ჩოგბურთის სათამაშოდ წავედი. დავძარი თუ არა მანქანა, თომამ შემოუხვია ჩემს სახლთან და როგორც კი დამინახა, ამედევნა. მე სიჩქარეს მოვუმატე, მანაც, ასე გაგრძელდა რამდენიმე კვარტალი და რომ მივხვდი აზრი არ ჰქონდა გაქცევას გავაჩერე. მომიახლოვდა, გადმოვიდა მანქანიდან, მინას ცავუწიე.


-- ხომ გითხარი ეხლა ლაპარაკის თავი არ მაქვსთქო?


* * რაც არ უნდა გაწუხებდეს შეგიძლია მითხრა.


-- ეს ამბავი შენ არ გეხება.


* * აბა ვის ეხება, დანიელს?


-- არა, მე მეხება.


* * ხოდა შენ ჩემი შეყვარებული ხარ და რაც შენ გეხება, მეც მეხება.


-- ცოტა დასვენება მინდა ეხლა.


* * კვირის ბოლოს ბახმაროში წავიდეთ, ბიძაჩემს გავაფრთხილებ.


-- საღამოს დაგირეკავთქო მივაძახე და ისე მოვკურცხლე ადგილიდან, ლამის გზაზე მომავალი სამი მანქან გავიტანე.


მივედი ჩოგბურთის სათამაშოდ, თუმცა არ გადავსულვარ მანქანიდან. ვიჯექი და ტირილით ვიჯერე გული. როგორ აირია თავში ყველაფერი ღმერთო. გული რომ ვიჯერე, ცოტა დაისვენა გონებამ და უცებ გამახსენდა ხელოსანი, რომელიც დანიელისთვის შეკვეთილ მანქანას აწყობდა. პროფილაქტიკაში წავედი, თუმცა ის ხელოსანი იქ არ დამხვდა. ვიღაც კაცი აწყობდა დანიელის მანქანას და ჩემდა საბედნიეროდ მისი მამა აღმოჩნდა. გამოველაპარაკე, ვკითხე დანიელის ადგილსამყოფელი, მითხრა ეს ესაა სახლში ვაპირებდი წასვლასო და მეც გავყევი. ნათელ, მყუდრო მისაღებში შევედით. ყველაფერი პასტელის ფერებში იყო- ავეჯი, ფარდები. კომოდზე ქალის სურათი იდო ჩარჩოში ჩასმული. სახლი 6 შვილის კვალობაზე, ძალიან სუფთად და წყნარად გამოიყურებოდა. მამის ძახილზე დანიელმა რომ არ გამოიხედა, თვითონ შეაკითხა ოთახში, თუმცა კაცი დამწუხრებული სახით მალევე გამობრუნდა.


* * ვწუხვარ შვილო, მაგრამ არავის მიღება არ სურს ეხლა.


-- კარგით, არაუშავს, უთხარით რომ მოგვიანებით ვნახავ.


გავაღე კარი წამოსასვლელად, თუმცა ისევ შევტრიალდი მისკენ.


-- მეტი შვილი არ გყავთ?


* * არა, მხოლოდ დანიელი.


-- კარგით, ნახვამდის.


დავემშვიდობე და წამოვედი. ესეც მომატყუა, მე კი მეგონა 5 დედმამისშვილი ყავდა როგორც მითხრა. ჩემი ავტომობილი შორიახლოს დავაყენე, მათ ეზოში შემოვიპარე, დანიელის პიკაპში საბარგულზე ავძვერი და "ბრეზენტის" ფარდა გადავიფარე, რადგან სახლში იყო, დარწმუნებული ვიყავი სადმე გავიდოდა. დიდხანს არ დამჭირდა ლოდიდნი, დაახლოებით 15 წუთის შემდეგ ის ჩაჯდა და დაძრა მანქანა. ვერ ვხედავდი სად მიდიოდა, თუმცა ხანმოკლე მგაზვრობის შემდეგ ცუდ გზაზე რომ შეაჭრა და გამორთო ძრავი, მივხვდი ტბაზე მივიდოდით, ეს ხომ მისი საყვარელი ადგილი იყო. დადგა ტბის წინ ჯიბეებში ხელებჩაწყობილი და ნაღვლიანი გაყურებდა, მე ნელი ნაბიჯებით მივეპარე ისე, რომ აქამდე ვერ მიხვდა თუ ავედევნე.



0
202
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0