x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
სიკვდილის წინ მიცემული პირობა

სიკვდილის წინ მიცემული პირობა

იყო და არა იყო რა, იყო ერთი მამაკაცი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე მუშაობდა, ხოლო ფულს არა ხარჯავდა. როდესაც საქმე ფულს ეხებოდა, მას სიძუნწეში ტოლი არ ჰყავდა. კაცს ფული ყველაზე მეტად უყვარდა ამ ქვეყანაზე და სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე უთხრა ცოლს: “მისმინე, როდესაც მე მოვკვდები, მინდა რომ, აიღო მთელი ჩემი დანაზოგი და კუბოში ჩადი, ჩემთან ერთად. მინდა რომ, მთელი ჩემი ფული, იმ ქვეყნად წავიღო”.

ქალი გულწრფელად დაჰპირდა, რომ თხოვნას შეუსრულებდა და ფულს, უკანასკნელ ცენტამდე, საფლავში ჩაატანდა.
დადგა დღე, და ის მოკვდა. დასაფლავების დღეს, ქვრივი, შავი კაბით, იჯდა კუბოსთან და გვერდით საუკეთესო მეგობარი ეჯდა. როდესაც გაცილების ცერემონიალი დასრულდა და კუბოს დახურვა დაიწყეს, ცოლი ადგა და თქვა: “ერთი წუთით მოიცადეთ!” მას ხელში ფეხსაცმლის ყუთი ეჭირა. ქალი კუბოსთან მივიდა და შიგნით ჩადო ყუთი. შემდეგ კუბო დახურეს და წაიღეს.

“იმედია, არ გაგიჟდი და მთელი ფული ამ ბებერ ძუნწს არ გაატანე?” — ჰკითხა მეგობარმა მას. ქალმა კი უპასუხა: “დიახ, ფული ჩავაყოლე, როგორც შევპირდი. მე — მორწმუნე ვარ და ტყუილს ვერ ვიტყოდი. მე შევპირდი, რომ ფულს სრულად ჩავდებდი კუბოში, მასთან ერთად”. “შენ გინდა თქვა, რომ მთელი ფული, ბოლო ცენტამდე, სამარეში გაუშვი?”- გაიკვირვა მეგობარმა. “რა თქმა უნდა”, — უპასუხა ქვრივმა, — “მე მოვაგროვე მთელი ფული, ჩავრიცხე ბანკში ჩემს ანგარიშზე, ხოლო მას ჩეკი გამოვუწერე მთელ თანხაზე”.

0
641
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
641
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0