x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
მოსკოვში ტერაქტის მზადებაში ეჭვმიტანილები "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერები იყვნენ

imageმოსკოვში, ტერაქტის მზადებაში ეჭვმიტანილი 12-ვე პირი "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერი იყო. ეს განცხადება დღეს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა, ალექსანდრ ბორტნიკოვმა ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, დაკავებულები ტერორისტული აქტების განხორციელებას საზოგადოებრივი ტრანსპორტის ობიექტებზე გეგმავდნენ. ცნობილია ერთ-ერთი დაპატიმრებულის ვინაობა - ის სირიიდან რუსეთში დაბრუნებული მოქალაქე, ვინმე ასლან ბაისულთანოვია.
ბორტნიკოვის ინფორმაციით, წელს რუსულმა სპეცსამსახურებმა ტერორისტული ხასიათის 20 დანაშაული აღკვეთეს. გარდა ამისა, რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში მყოფი 832 პირი გამოავლინეს, აქედან 22 - ადამიანების რეკრუტირებით იყო დაკავებული.
რუსეთსა და დსთ-ს რამდენიმე ქვეყანაში ასევე, გამოავლინეს 4 ათასზე მეტი ფიზიკური პირი, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" დაფინანსებაშია ეჭვმიტანილი.
ბორტნიკოვის თქმით, ბოლო 9 წლის განმავლობაში რუსეთში, ტერორისტული ხასიათის დანაშაულის განხორციელების ბრალდებით სასჯელი 5 500-მდე ადამიანს მიუსაჯეს. ფედერალურ და საერთაშორისო ძებნაში კი, 1 504 "ბოევიკი" გამოაცხადეს. გარდა ამისა, წლის დასაწყისიდან, სპეცოპერაციის შედეგად რუსეთის ტერიტორიაზე 124 "ბოევიკი" მოკლეს.

0
98
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0