x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
იერემია: თავი 10: მუხლები 2 დან 14 მდე (ბიბლია)

ასე თქვა უფალმა: “ნუ ისწავლით ხალხების გზას და ცის ნიშნებისა ნუ შეგეშინდებათ, რაკი ხალხებს ეშინიათ მათი. რადგან ხალხთა წეს-ჩვეულებანი არარაობაა, რადგან ხეს ჭრიან ტყეში, ცულით ამუშავებს მას ხუროს ხელი, ვერცხლითა და ოქროთი ალამაზებენ, ლურსმნებითა და ჩაქუჩით ამაგრებენ, რომ არ დაიშალოს. ბაღჩაში დადგმულ საფრთხობელას გვანან ისინი და ლაპარაკი არ შეუძლიათ, დაატარებენ, რადგან თავად ვერ დადიან. ნუ შეგეშინდებათ მათი, რადგან ვერ იბოროტებენ, მაგრამ არც სიკეთის ქმნა შეუძლიათ.” არავინ არის შენი მსგავსი, უფალო, დიდი ხარ შენ და დიდია შენი სახელი ძლიერებით. ვის არ შეეშინდება შენი, ხალხთა მეუფევ! მხოლოდ შენ გეკუთვნის ეს; რადგან ხალხთა ყველა ბრძენს შორის და ყველა მათ სამეფოში არავინ არის შენი მგავსი. ყველანი ერთად გამოტვინდნენ და გასულელდნენ, შეგონება ამაოა, ხეა იგი. კილიტი ვერცხლი თარშიშიდანაა ამოტანილი და ოქრო - უფაზიდან, მჭედლისა და ხელით გამომდნობელის ნაკეთები, ცისფერი და მეწამულია მათი სამოსელი, ბრძენთა ნაკეთებია ყოველი. მაგრამ ჭეშმარიტია უფალი ღმერთი, ის არის ცოცხალი ღმერთი და საუკუნო მეფე, მისი რისხვისას დედამიწა იძრვის და ვერ დაუდგებიან ხალხები მის წყრომას. ასე უთხარით მათ: “ღმერთები, რომელთაც არ შეუქმნიათ ცა და ქვეყანა, გაქრებიან ამ ქვეყნიდან და ცის ქვეშეთიდან.” მან შექმნა ქვეყანა თავისი ძალით, განამტკიცა სამყარო თავისი სიბრძნით, და თავისი გონიერებით განავრცო ცა. ხმას გამოსცემს და წყალი ხმაურობს ცაში და ღრუბლები ამოჰყავს მას ქვეყნის კიდიდან, ელვებს აგზავნის წვიმაში და ქარი გამოჰყავს მის საუნჯეთაგან. გამოტვინდა ყოველი კაცი უვიცობით, შერცხვენილია ყოველი ოქრომჭედელი თავის კერპთაგან, რადგან სიცრუეა მის მიერ გამოდნობილი და სული არ არის მათში. ieremia 10:2-14იერემია საპყრობილეში

1
137
შეფასება არ არის
ავტორი:მამუკა კობალაძე
მამუკა კობალაძე
137
  
2015, 13 ოქტომბერი, 13:20
უნიკალური სტიმულატორი
0 1 1