x
image
Guns N Roses
როგორ გავეცნოთ გოგონას და როგორ მოვაწონოთ თავი მას. პირველი პაემანი. როგორ მოვიქცეთ, რაზე ვისაუბროთ ?

image
ზოგიერთ ბიჭს აინტერესებს, თუ როგორ გავიცნოთ გოგონა ადვილად და როგორ მოვაწონოთ მას თავი. გთავაზობთ რამოდენიმე რჩევებს, თუ როგორ მოვაწონოთ გოგონას თავი.
1. ფლირტაობა არის პირველი ნაბიჯი გოგონას გასაცნობად. მიდით გოგონასთან მხოლოდ საუბრისთვის, რადგან გავზარდოთ შანსები მის გასაცნობად. ისაუბრეთ მასთან დამაჯერებლად, ისე თითქოს თქვენ საუბრობდეთ თქვენს ახლო მეგობართან. შეეცადეთ არ ინერვიულოთ და არ იფიქროთ იმაზე, რომ გამოგივათ თუ არა რაიმე გოგონასთან.

2. დამაჯერებლად და წყნარად მიდით თქვენს რჩეულთან გაეცანით, შეეკითხეთ რას საქმიანობს და ასე შემდეგ.

3. ეცადეთ დაუსვათ უფრო მეტი კითხვები ვიდრე ესაუბროთ თქვენს თავზე. გაიგე რას საქმიანობს, რა უყვარს, რა მოსწონს და პირიქით რა არ უყვარს და რა არ მოსწონს. საუბრის დროს შეუქე ჩაცმულობა და აქსესუარები. შეაქე, მაგრამ ცამდე არ აიყვანო. ყოველთვის ეცადეთ რაიმე საინტერესოზე საუბარი. თუ თქვენი რჩეული დაგისვამთ შეკითხვებს ეცადეთ არ მოატყუოთ და ძალიან არ შეიქოთ თავი.

4. ყოველთვის უყურე გოგონას თვალებში, მაგრამ რა თქმა უნდა არ შეჭამო გოგონა თვალებით. ყოველთვის ეცადე გაიღიმო საუბრის დროს.

5. ყურადღება მიაქციათ მინიშნებებს, რომელსაც გოგონა მოგცემთ. თუ ის იღიმის და ინარჩუნებს ან ანმცირებს დისტანციას თქვენს შორის ეცადეთ ოდნავ შეეხოთ მას ხელზე. თუ მასთან ურთიერთობის გაგრძელება გსურთ, მაშინ გამოართვით ტელეფონის ნომერი ან შეუთანხმდით კიდევ ერთხელ შეხვედრაზე. საუბარი დაამთავრე მაშინ, როდესაც შეატყობ გოგონას თვალებში თქვენი ნახვის სურვილს მომავალშიც.





პირველი პაემანი. როგორ მოვიქცეთ, რაზე ვისაუბროთ?



პაემანის პირველი 10 წუთი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც განსაზღვრავს, როგორი გამოვა თქვენი ურთიერთობა, დაახლოვდებით თუ არა. სწორედ პირველი 10 წუთი საკმარისია იმისათვის, რომ მიხვდეთ, როგორი მოსაუბრეა თქვენი მეწყვილე, იქნება თუ არა მეორე პაემანი და არის თუ არა თქვენში რაღაც საერთო. ქვემოთ წაიკითხავთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, რომ მოეწონოთ თქვენს რჩეულს.
1. იყავი კეთილი და გამოავლინე გოგოსადმი ( ბიჭისადმი ) სიმპათიები.

გახსოვდეთ, რომ თქვენი რჩეული ისევე როგორც თქვენ, ძალიან ნერვიულობს, გრძნობს თავს ცოტა არადამაჯერებლად. მოუყევით თქვენზე მხიარული ამბები, მაგრამ ასე ვთქვათ არ "იმარიაჟოთ".

2. გაუკეთეთ კომპლიმენტები.
დაიწყეთ საუბარი კომპლიმენტით, უთხარით რა კარგად გამოიყურება, შეაქეთ მისი ჩაცმულობა და ვარცხნილობა. ეს ცოტა თავდაჯერებულობას შემატებს თქვენს რჩეულს.

3. არ ისაუბროთ თქვენს "ყოფილებზე".
თუ თქვენ წამოგცდებათ, რაიმე თქვენს "ექსებზე" თქვით მათზე, რაიმე სასიამოვნო და მხიარული, რომ არ შეაშინოთ ახალი რჩეული.

4. ისაუბრეთ სასიამოვნო და წყნარი ხმით.
პირველი შთაბეჭდილებისათვის საჭიროა, როგორც გარეგნობა და ქცევები ასევე საუბრის მანერაც. ამიტომ ეცადეთ ისაუბროთ სასიამოვნო და ტკბილი ხმით.

5. ყველაზე კარგი თემა - თქვენი შესაძლო მომავალი პარტნიორი.

გამოავლინეთ ინტერესი თქვენს რჩეულზე. კითხეთ რა მოსწონს, სად უყვარს დასვენება, როგორ ატარებს თავისუფალ დროს, რით საქმიანობს. ასევე ეცადეთ იპოვოთ რაიმე საერთო.


0
302
2-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
302
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0