x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
უცხოური მედია იუწყება, რომ ავიაიერიშის შედეგად თარხან ბათირაშვილი მოკლეს

imageსააგენტო „როიტერი“ ირანულ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება, რომ საჰაერო თავდასხმების შედეგად ერაყში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ 8 მეთაური დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორისაა პანკისელი თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანი.
„ერაყის საჰაერო-სამხედრო ძალებმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის დაცვაზე იერიში მაშინ მიიტანეს, როდესაც თავად ბაღდადი ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ სხვა მეთაურებს ხვდებოდა. ალ-ბაღდადის ბედი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. იგი მანქანით წაიყვანეს“, - ნათქვამია „როიტერის“ სტატიაში.
გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმის დროს ლიკვიდირებული იქნა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სამი მოადგილე. „როიტერი“ ირანული საინფორმაციო სააგენტოს IRNA-ს ცნობებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაღუპულებს შორის არიან აბუ ზაიდ ალ-კარბული, ერთ-ერთი მთავარი ტერორისტი; ასევე ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ–ერთი ლიდერი, საქართველოში დაბადებული, ეთნიკური ქისტი თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანი. ინფორმაცია მათი ლიკვიდაციის შესახებ ჯერ-ჯერობით ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
„როიტერის“ ინფორმაციით, ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს“ ლიდერებზე ავიაიერიში ერაყის სამხედრო-საჰაერო ძალებმა განახორციელეს.

0
311
3-ს მოსწონს
ავტორი:უჩა
უჩა
311
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0