x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
7 შეცდომა, რომელსაც კბილების წმენდისას ვუშვებთ - გაითვალისწინეთ!
კბილები - ეს არა მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია, არამედ ჩვენი ვიზუალური მხარის მნიშვნელოვანი ნაწილიც. ცხადია, ბევრის სურვილია ლამაზი, ქათქათა კბილების ქონა, მაგრამ სამწუხაროდ ყველას არ გამოსდის.


აღმოჩნდა, რომ არსებობს რამდენიმე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც ბევრი ჩვენგანი უშვებს კბილების წმენდის დროს, რაც კბილის გაფუჭებას იწვევს. ქვემოთ გთავაზობთ შვიდ ძირითად შეცდომას.


1. არ უთმობთ კბილების გაწმენდას საკმარის დროს.

image


სპეციალისტები გვირჩევენ კბილების გამოწმენდას დავუთმოთ არანაკლებ 2-3 წუთისა. მაგრამ რეალურად ბევრი ჩვენგანი ამდენ დროს ნამდვილად არ უთმობს აღნიშნულ პროცედურას. შეეცადეთ კბილების წმენდის დაწყებისას დააყენოთ ტაიმერი და საჭირო დროის გასვლამდე არ შეწყვიტოთ წმენდა.


2. არ იცით სად უნდა გაიწმინდოთ


ჩაიხედეთ სარკეში, რათა გაიგოთ როგორ იწმენდთ კბილებს. შეიძლება გაგიკვირდეთ კიდეც თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენი კბილის ჯაგრისი სულაც არ არის საჭირო ადგილზე. ხშირად ყველაზე მნიშვნელოვანი გასაწმენდი ადგილები უყურადღებობის გამო გვრჩება. ესენია ძირითადად ღრძილებთან მომიჯნავე ადგილები, სადაც გროვდება ე.წ. ქვები და ბაქტერიები, ეს ყოველივე კი ღრძილების ანთებას ან გინგივიტს იწვევს. ასევე არ უნდა დავივიწყოთ უკანა, ე.წ. სიბრძნის კბილების კარგად გაწმენდაც.


3. არასწორი მეთოდით იწმინდავთ

image

ემალი მჭიდროდ შეერთებული კრისტალებისგან შედგება, რომლებიც კბილის ზედაპირისკენ არის მიმართული. როცა კბილს ჰორიზონტალური მოძრაობებით ვიწმინდავთ, ეს მყიფე ნაწილაკები შეიძლება გატყდეს, რასაც კბილის დაზიანებას გამოიწვევს.


დაიჭირეთ ჯაგრისი იმგვარად, რომ კბილების ზედაპირთან 45º-იან კუთხეს ქმნიდეს და გაიწმინდეთ კბილები ვერტიკალური მოქმედებით. ერთდროულად რამდენიმე კბილი გაიხეხეთ, შემდეგ კი სხვებზე გადადით. არ დატოვით კბილის არც ერთი მხარე გაუწმენდელი.


4. ძალიან უხეშ ჯაგრისს ხმარობთ

image

ძალიან უხეში ჯაგრისით წმენდის დროს კბილის ემალის დაზიანების შანსი იზრდება. უმჯობესია გამოიყენოთ რბილი ან ულტრარბილი ჯაგრისები, რათა დაზიანების შემთხვევები მინიმუმამდე შეამციროთ. ამას გარდა, კბილის ჯაგრისი უნდა გამოცვალოთ ყოველ სამ თვეში. თუ ჯაგრისის კბილები დეფორმირდა, ჯაგრისის გამოყენება აღარ შეიძლება და აუცილებლად გამოცვალეთ, თუნდაც 3 თვე არ იყოს გასული.


5. არ იყენებთ კბილის ძაფს


image

საჭმლის ნარჩენები შეიძლება ისე გაიჩხიროს კბილებს შორის, რომ კბილის ჯაგრისმა ვერც შეძლოს მათი მოშორება. კარიესი ხშირად ჩნდება იმ ადგილებში, სადაც ორი კბილი ერთმანეთს ეხება. სწორედ ამ ადგილებში არის ყველაზე დიდი რაოდენობით "საკვები" ბაქტერიებისთვის და ეს უკანასკნელნიც აქ მტრავლდებიან. ისინი წარმოქმნიან ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც აზიანებს ემალს. ამას კი საბოლოო ჯამში კბილი გაფუჭებამდე მიჰყავს. ამიტომ რის საჭირო კბილის ძაფი - ეს საუკეთესი საშუალებაა კარიესის პროფილაქტიკისთვის. გამოიყენეთ ძაფი ყურადღებით, რათა არ დააზიანოთ ღრძილები.


6. არ იწმინდავთ ენას

image

ნუ დაივიწყებთ, რომ ენაზე რჩება საჭმლისა და სასმელის ნარჩენები, რაც ბაქტერიების გამრავლებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. შესაბამისად, ენის გაწმენდა აუცილებელი პროცედურაა, რასაც, სამწუხაროდ ბევრი არ ასრულებს. კბილების გამოწმენდისა და წყლის გამოვლების შემდეგ გაიწმინდეთ ენაც სპეციალური ხსნარებით.


7. კბილის ჯაგრისს ინახავთ პაკეტში

image

თუ თვლით, რომ ყოველი პროცედურის შემდეგ პაკეტში შენახვა ჯაგრისს მიკრობებისგან დაიცავს, ძალიან ცდებით. სინამდვილეში ჩაკეტილი გარემო იდეალურ პირობებს ქმნის ბაქტერიების გამრავლებისთვის.

2
2029
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2029
  
2015, 12 ოქტომბერი, 21:17
მადლობა შენ ასეთი შეფასებისთვის. :)
2015, 12 ოქტომბერი, 17:29
არაჩვეულებრივი სტატიაა, მადლობა ნათი.
0 1 2