x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
გამოყოფის ოლქის შენახვა, რედაქტირება და შექმნა ალფა-არხებში. გამოყოფა. (Photoshop CS 4 & 5)

ყველა გამოსახულება არხებისაგან შედგება. არხების რაოდენობა დამოკიდებულია გამოსახულების ფერის მოდელზე. RGB გამოსახულების ფორმირებაში სამი ფერის არხი (წითელი, მწვანე, ლურჯი) მონაწილეობს. არხების ვიზუალურად ნახვა და დათვალიერება შესაძლებელია Chammels პალიტრის მეშვეობით.

ფერის არხების გარდა, Channels პალიტრაში შესაძლებელია დამატებითი არხების შექმნა, რომლებიც არანაირ მონაწილეობას არ მიიღებენ გამოსახულების ფორმირებაში, მაგრამ ამ არხებში შესაძლებელია შექმნილი გამოყოფის ოლქების შენახვა, რედაქტირება და გამოყოფის ოლქების შექმნა ფერის არხების საფუძველზე.

Channels პალიტრაში მომხმარებლის მიერ შექმნილ არხებს, ალფა-არხები ეწოდება. ყოველი ალფა-არხი წარმოადგენს რასტრულ გამოსახულებას ნაცრისფერ გრადაციაში, სადაც თეთრი ფერით გამოყოფის ოლქი არის გადმოცემული, ნაცრისფერით – ნაწილობრივ გამოყოფილი ოლქები (თმა, ბეწვი, ბუმბული), ხოლო შავი ფერით – გამოსახულების დანარჩენი ნაწილი (ნახ. 1).

შენიშვნა: ალფა-არხში გამოყოფის ოლქი თეთრი ფერის რომ იყოს, ხოლო გამოუყოფელი ანუ შენიღბული – შავი, Quick Mask Options სადიალოგო ფანჯარაში, Color Indicates განყოფილებაში, ჩართული უნდა იყოს Masked Areas გადამრთველი.

გამოყოფის ოლქის შენახვა,  რედაქტირება და შექმნა ალფა-არხებში.

ერთ დოკუმენტში 53 ალფა-არხის შექმნა შეიძლება. ავტომატურ რეჟიმში ალფა-არხებს ერქმევა Alpha 1, Alpha 2, Alpha 3 … სახელები. სახელის შეცვლა შესაძლებელია სახელის ველზე მაუსის ღილაკით 2-ჯერ დაწკაპუნებით და გახსნილ ტეხსტის შეყვანის ველში, ახალი სახელის ჩაწერით.

გამოყოფის ოლქის შენახვა ალფა-არხში

უკვე შექმნილი გამოყოფის ოლქის ალფა-არხში შენახვისათვის, საჭიროა Channels პალიტრის გახსნა და გამოყოფის შენახვის Save seleсtion as channel ღილაკზე დაჭერა (ნახ. 2).

გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას

გამოყოფის ოლქის შენახვა,  რედაქტირება და შექმნა ალფა-არხებში.

ალფა-არხის შექმნის შემდეგ, გამოყოფის კონტურის გაუქმება შესაძლებელია Select მენიუს Deseleсt ბრძანებით ან კლავიატურის Ctrl+D ღილაკების კომბინაციით.

გამოყოფის ოლქის ხელახალი ჩატვირთვისათვის, საჭიროა Ctrl ღილაკზე დაჭერა და ალფა-არხის მინიატურაზე დაწკაპუნება (ალფა არხის გააქტიურება ან „თვალის“ ჩართვა საჭირო არ არის) (ნახ. 3)

გამოყოფის ოლქის შენახვა,  რედაქტირება და შექმნა ალფა-არხებში

ან ალფა-არხის გააქტიურება და გამოყოფის ოლქის ჩატვირთვის Load channel as seleсtion ღილაკზე დაჭერა (ნახ. 4).

გამოყოფის ოლქის შენახვა,  რედაქტირება და შექმნა ალფა-არხებში

გამოყოფის ოლქის ჩატვირთვის შემდეგ, საჭიროა RGB არხის სტრიქონზე დაწკაპუნება, რომ დოკუმენტის ფანჯარაში გამოსახულება გამოჩნდეს.

ალფა-არხებში გამოყოფის ოლქების შენახვის სხვა გზაც არსებობს, რომელიც გამოყოფის შენახვის დროს, დამატებით შესაძლებლობებს იძლევა. გამოყოფის ოლქის შექმნის შემდეგ, საჭიროა Select მენიუდა Save Selection ბრძანების არჩევა. ეკრანზე გამოვა სადიალოგო ფანჯარა Save Selection (ნახ. 5).

გამოყოფის ოლქის შენახვა,  რედაქტირება და შექმნა ალფა-არხებში

სადიალოგო ფანჯარაში, დანიშნულების Destination განყოფილებაში სამი პარამეტრი არის მოთავსებული:

Document ჩამოსაშლელი მენიუდან შესაძლებელია გამოყოფის ოლქის შენახვის ვარიანტის არჩევა: გამოყოფის ოლქის შენახვა შესაძლებელია იმავე ან ახალ დოკუმენტში.

Channel ჩამოსაშლელ მენიუში შესაძლებელია ალფა-არხის არჩევა:

1) თუ ახალი გამოყოფის შენახვა არის საჭირო, ჩამოსაშლელ მენიუში უნდა დარჩეს ავტომატურ რეჟიმში არჩეული New პუნქტი და Name ველში ჩაიწეროს ახალი ალფა-არხის სახელი.

2) თუ დოკუმენტში უკვე არის შენახული სხვა გამოყოფის ოლქი, Channel ჩამოსაშლელ მენიუში შესაძლებელია უკვე არსებული ალფა-არხის არჩევა და მისი რედაქტირება. არხის არჩევის შემდეგ, სადიალოგო ფანჯრის Operation (ოპერაციები) განყოფილება სახეს შეიცვლის და ხელმისაწვდომი გახდება შემდეგი გადამრთველები:

* Replace Channel – არხის ჩანაცვლება. მოხდება ძველი გამოყოფის ოლქის გაუქმება და მის ადგილს ახალი ოლქი დაიკავებს.

* Add to Channel – ახალი გამოყოფის ოლქი ძველ ოლქს დაემატება.

* Subtract from Channel – ახალი გამოყოფის ოლქი ძველს გამოაკლდება.

* Intersect with Channel – გამოყოფის ოლქი შეიქმნება ძველი და ახალი გამოყოფის ოლქების გადაკვეთაზე.Channel ჩამოსაშლელ მენიუში შესაძლებელია ალფა-არხის არჩევა:

OK ღილაკზე დაჭერის შემდეგ, გამოყოფის ოლქი შეინახება Channel პალიტრაში.

შენახვის ბრძანების გარდა, Select მენიუში არის გამოყოფის ოლქების ჩატვირთვის Load Selection ბრძანება, რომლის არჩევის შემდეგ, ეკრანზე გამოდის Load Selection სადიალოგო ფანჯარა (ნახ. 6).

გამოყოფის ოლქის შენახვა,  რედაქტირება და შექმნა ალფა-არხებში

სადიალოგო ფანჯრის Source (წყარო) განყოფილებაში მოცემულია სამი პარამეტრი:

Document ჩამოსაშლელ მენიუში საჭიროა დოკუმენტის სახელის არჩევა. ავტომატურ რეჟიმში აქტიური დოკუმენტის სახელი ფიქსირდება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გამოყოფის ოლქის შენახვა ახალ დოკუმენტში მოხდა და იმ მომენტში ეს დოკუმენტიც არის გახსნილი პროგრამაში, ჩამოსაშლელ მენიუში აღნიშმული დოკუმენტის სახელიც მოხვდება.

Channel ჩამოსაშლელ მენიუში საჭიროა ალფა-არხის არჩევა, იმ შემთხვევაში თუ რამოდენიმე არხი არის შექმნილი.

Invert – გადამრთველი ახდენს გამოყოფის ინვერტირებას ანუ ადგილები ეცვლება გამოყოფილი და გამოუყოფელ ოლქებს.

Operation განყოფილებაშ, იმ შემთხვევაში, თუ სადიალოგო ფანჯრის გახსნის მომენტში გამოსახულებაზე ახალი გამოყოფის ოლქი არ არის შექმნილი, აქტიურია მხოლოდ New Selection გადამრთველი, ხოლო თუ გამოყოფის ოლქი შექმნილი არის, აქტიური ხდება ამ განყოფილების დანარჩენი გადამრთველებიც, რომლებიც განსაზღვრავენ ალფა-არხში შენახული გამოყოფის ოლქის დამოკიდებულებას, გამოსახულებაზე შექმნილ გამოყოფის ოლქთან:

* New Selection – გამოსახულებაზე არსებული გამოყოფის ოლქი იცვლება ალფა-არხის გამოყოფის ოლქით.

* Add to Channel – გამოყოფის ოლქს ემატება ალფა-არხის გამოყოფის ოლქი.

* Subtract from Channel – გამოყოფის ოლქს აკლდება ალფა-არხის გამოყოფის ოლქი.

* Intersect with Channel – იქმნება ახალი გამოყოფის ოლქი, ორი გამოყოფის ოლქის გადაკვეთაზე.

ალფა-არხების შენახვა შესაძლებელია გამოსახულების PSD, TIFF ან RAW ფორმატებში შენახვის შემთხვევაში.

ალფა-არხის გაუქმება სამი გზით არის შესაძლებელი:

I. Channels პალიტრაში, არხის გადათრევით პალიტრის ქვედა ნაწილში მდებარე ურნის ღილაკზე.

II. Channels პალიტრაში, ალფა-არხის გააქტიურების შემდეგ, პალიტრის მენიუდან Delete Channel ბრძანების არჩევით.

III. Channels პალიტრაში, ალფა-არხზე მაუსის მარჯვენა ღიოლაკით დაწკაპუნებთ გამოსული კონტექსტური მენიუდან Delete Channel ბრძანების არჩევით.

გამოყოფის ოლქის რედაქტირება ალფა-არხში

ალფა-არხებს მეორენაირად ნიღბებსაც ეძახიან და მათზე მუშაობის იგივე წესები ვრცელდება, რაც ფენის ნიღაბზე ან Quick Mask ნიღაბზე მუშაობის დროს ანუ ალფა-არხზე მუშაობისს გამოიყენება ხატვის ხელსაწყოები, ძირითადად ფუნჯი თეთრი და შავი ფერებით. თეთრი ფერი ზრდის გამოყოფის ოლქს, შავი – ამცირებს. რთული გამოყოფის შექმნის დროს, ხშირიად იქმნება, გამოყოფის ხელსაწყოებით შექმნილი, გამოყოფის ოლქის რედაქტირების საჭიროება, რისთვისაც გამოიყენება ალფა-არხები. ალფა-არხში გამოყოფის რედაქტირებისთვის საჭიროა:

I. გამოყოფის ხელსაწყოს გამოყენებით გამოყოფის ოლქის შექმნა, გამოყოფის ოლქის შენახვა ალფა-არხში და გამოყოფის კონტურის გაუქმება (Ctrl+D).

გამოყოფის ოლქის შენახვა,  რედაქტირება და შექმნა ალფა-არხებში

II. ალფა-არხის გააქტიურება და თეთრი და შავი ფერის ფუნჯების გამოყენებით ნიღბის რედაქტირება. ფერების სწრაფი შეცვლისათვის, გამოიყენება კლავიატურის X ღილაკი.

გამოყოფის ოლქის შენახვა,  რედაქტირება და შექმნა ალფა-არხებში

თუ რედაქტირება მხოლოდ ნიღბის საფუძველზე შეუძლებელია, საჭიროა Channels პალიტრაში გაერთიანებული RGB არხის „თვალის“ ჩართვა. ამ შემთხვევაში, აქტიური იქნება ალფა-არხი, მაგრამ გამოსახულებაც გამოჩნდება დოკუმენტის ფანჯარაში, რომელშიც გამოსახულების შენიღბული ანუ გამოუყოფელი ნაწილი ნახევრადგამჭვირვალე წითელი აპკით დაიფარება

გამოყოფის ოლქის შენახვა,  რედაქტირება და შექმნა ალფა-არხებში

შენიშვნა: თუ გამოსახულებაზე წითელი ფერის ობიექტებია, ნიღბის ფერის შეცვლა შესაძლებელია Channel Options სადიალოგო ფანჯარაში, რომელიც ეკრანზე ალფა-არხიზე 2-ჯერ დაწკაპუნებით (სახელზე არ უნდა მოხდეს დაწკაპუნება) ან პალიტრის მენიუდან შესაბამისი ბრძანების არჩევის შემდეგ გამოდის.

გამოყოფის ოლქის შენახვა,  რედაქტირება და შექმნა ალფა-არხებში

სადიალოგო ფანჯარაში იგივე პარამეტრებია, რაც Quick Mask Optionsსადიალოგო ფანჯარაში (განსხვავებული მხოლოდ Spot Color გადამრთველია, რომელიც პოლოგრაფიულ ბეჭვდვას უკავშირდება).

III. ნიღბის რედაქტირების შემდეგ, გამოყოფის ოლქის ჩასატვირთად, საჭიროა Channels პალიტრაში ოლქის ჩატვირთვის ღილაკზე დაჭერა, RGB არხის სტრიქონზე დაწკაპუნება და ალფა-არხის „თვალის“ გათიშვა.

გამოყოფის ოლქის შენახვა,  რედაქტირება და შექმნა ალფა-არხებში

IV. Ctrl+J ღილაკების კომბინაციით, გამოყოფის ოლქის ახალ ფენაზე გადატანისა და უკანა ფონის გათიშვის შემდეგ, შესაძლებელია მიღებული შედეგის ნახვა.

გამოყოფის ოლქის შენახვა,  რედაქტირება და შექმნა ალფა-არხებში

გამოყოფის ოლქის შექმნა ალფა-არხში,

ფერის არხის საფუძველზე (რთული გამოყოფა)

ფოტოშოპის გამოყოფის ხელსაწყოებით თმის, ბეწვის, ბუმბულის და სხვა წვრილმანი ელემენტების გამოყოფა შეუძლებელია. ასეთი რთული გამოყოფის შესასრულებლად გამოიყენება ფერის არხი, რომლის საფუძველზეც ალფა-არხში იქმნება გამოყოფის ნიღაბი.აღნიშნული მეთოდით გამოყოფის ოლქის შესაქმნელად საჭიროა:

I. Channels პალიტრის გახსნა და დოკუმენტის ფანჯარაში გამოსახულების ფერის არხების დათვალიერება.

გამოყოფის ოლქის შენახვა,  რედაქტირება და შექმნა ალფა-არხებში

II. ყველაზე კონტრასტული არხის შერჩევა და მისი კოპირება, პალიტრის Create new channel (ახალი არხის შექმნა) ღილაკზე გადათრევით.

გამოყოფის ოლქის შენახვა,  რედაქტირება და შექმნა ალფა-არხებში

III. როგორც გაკვეთილის დასაწყისში იყო აღნიშნული, ალფა-არხზე თეთრი ფერით გამოყოფის ოლქები ფიქსირდება, ხოლო შავი ფერით – დანარჩენი გამოსახულება. მოცემულ მაგალითში, რადგან ფონი უფრო ღია ფერის იყო, ვიდრე ობიექტი, შესაბამისად ნიღაბზე, თეთრი ფერით ფონი დაფიქსირდა, ხოლო უფრო მუქი ფერით – გამოსაყოფი ობიექტის ელემენტები. ნიღბის შექმნის ამ ეტაპზე, თეთრი და შავი ფერების განაწილებას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია მოხდეს გამოსაყოფი ობიექტისა და ფონის გამიჯვნა. ამისათვის კი საჭიროა კონტრასტის გაზრდა გამოსაყოფ ობიექტსა და ფონს შორის.

გამოსახულებაზე და არხებზე კონტრასტის გასაზრდელად გამოიყენება ხატვის, რეტუშის და ფერის კორექციის ხელსაწყოები. მოცემულ შემთხვევაში, პირველ რიგში, კონტრასტის ასამაღლებლად, საჭიროა საკორექციო ხელსაწყო Levels-ის (მენიუ Image > Adjustments > Levels ან Ctrl+L ღილაკების კომბინაცია) გამოყენება. ხელსაწყოს სადიალოგო ფანჯარაში, ჰისტოგრამის ქვემოთ მოთავსებული შავი და თეთრი ბერკეტების გადაწევითა და ნაცრისფერი ბერკეტის დარეგულირებით, კონტრასტი გაიზრდება, მაგრამ ყურადღება უნდა მიექცეს სასაზღვრო კონტურის ხაზს, რომ რაც შეიძლება მეტი დეტალები იყოს შენარჩუნებული.

გამოყოფის ოლქის შენახვა,  რედაქტირება და შექმნა ალფა-არხებში

თუ უკანა ფონი ერთგვაროვანი არ არის, Polygonal Lasso-ს გამოყენებით უნდა დაიყოს საზღვრი უბნებად და ცალკეულ უბანზე, ინდივიდუალურად, მოხდეს კონტრასტის გაზრდა Levels ხელსაწყოს გამოყენებით.

გამოყოფის ოლქის შენახვა,  რედაქტირება და შექმნა ალფა-არხებში

ნიღაბზე მუშაობისას, შესაძლებელია საჭირო გახდეს, საზღვრის კონტურის დამუშავება Burn (დამუქება) და Dodge (გაღიავება) ხელსაწყოებით.

გამოყოფის ოლქის შენახვა,  რედაქტირება და შექმნა ალფა-არხებში

აღნიშნული ხელსაწყოები რეტუშის ხელსაწყოების ჯგუფს ეკუთვნის და გამოსახულების ცალკეული უბნების დასამუქებლად და გასაღიავებლად გამოიყენება.

Burn ხელსაწყოს (პარამეტრები:Range – Shadows; Exposure -25%) მცირე ზომის ფუნჯით, უნდა მოხდეს საზღვრის კონტურის დამუქება, ხოლო Dodge ხელსაწყოს (პარამეტრები:Range – Highlights; Exposure – 25%) გამოყენებით – საზღვრის მიმდებარე, ნაცრისფერი, ფონის გაღიავება.

გამოყოფის ოლქის შენახვა,  რედაქტირება და შექმნა ალფა-არხებში

ნიღბის შექმნის ბოლო ეტაპზე, საჭიროა შავი ფერის ფუნჯის გამოყენება Overlay რეჟიმში (ამ რეჟიმში, შავი ფერის ფუნჯი მხოლოდ მუქი ფერის პიქსელებს ღებავს, ხოლო თეთრი ფერის – მხოლოდ ღია ფერის პიქსელებს). ფუნჯის საზღვარზე გადასმის შემდეგ, გამოყოფის საზღვარზე მუშაობა დასრულდება და უკვე Normal რეჟიმის ფუნჯით, შესაძლებელი გახდება საზღვრის შიგნითა ნაწილის შავად, ხოლო გარეთა ნაწილის თეთრად შეღებვა.

გამოყოფის ოლქის შენახვა,  რედაქტირება და შექმნა ალფა-არხებში

IV. რადგან ნიღაბზე გამოსაყოფი ობიექტი შავი ფერის არის, ფონი კი თეთრი, საჭიროა მისი ინვერტირება ბრძანებით: მენიუ Image> Adjustments >Invert ან Ctrl+I ღილაკების კომბინაციით.

გამოყოფის ოლქის შენახვა,  რედაქტირება და შექმნა ალფა-არხებში

0
61
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0