x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ცრურწმენის გამო, აფრიკაში ალბინოს გოგონას ფეხი მოაჭრეს

imageგოგონას უყვარს ცეკვა, სირბილი და ხტუნვა . მაგრამ სამწუხაროდ იგი ამ ყველაფერს წარსულში გადატანილი ტრაგედიის გამო ვერ ახერხებს. "11 წლის ვიყავი, როცა ჩემს ოთახში ღამით ქურდები შემოვიდნენ", - იხსენებს გოგონა 6 წლის წინ ტანზანიაში, საკუთარ სახლში მომხდარ ამბავს. ქურდებს უფრო ძვირფასი რამ უნდოდათ, ვიდრე სამკაული ან ელექტრონული მოწყობილობები. მათ ალბინოსი თინეიჯერის ძვლები სურდათ. ალბინოსების სხეულის ნაწილებზე აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში დიდი მოთხოვნილებაა, ზოგიერთებს სჯერათ, რომ მათ სიმდიდრე და ბედნიერება მოაქვთ. თავდამსხმელები მსხვერპლს კიდურებს აჭრიან, ორგანოებს აცლიან და შემდეგ ყიდიან. მაშამბას შემთხვევაში ქურდებმა ის მიიღეს, რაც გეგმაში ჰქონდათ. მათ გოგონა ჯერ ნარკოტიკებით გააბრუეს, შემდეგ მარჯვენა ფეხი და ორი თითი მოაჭრეს. მარცხენა ფეხიც უნდა მოეკვეთათ, მაგრამ საბედნიეროდ, ვეღარ მოასწრეს.

0
156
1-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლიიი ღვინიანიძეე
ირაკლიიი ღვინიანიძეე
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0