x
image
Guns N Roses
საინტერესო შემთხვევა: კობრა და ლეკვები

image ეს საინტერესო და დაუჯერებელი შემთხვევა მოხდა ინდოეთში. თამაშის დროს ორი პატარა ლეკვი ჩავარდა ჭაში. ლეკვების პატრონმა შეამჩნია, რომ ორი ლეკვი დაკარგულიყო. ჭის გვერდიდან კი ისმოდა მათი დედის ყეფა. როდესაც პატრონმა ჭაში ჩაიხედა მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ლეკვები კობრასთან ერთად იმყოფებოდნენ. ლეკვების პატრონი ვერ მიხვდა, ასეთმა საშიშმა ქვეწარმავალმა რატომ არაფერი არ დაუშავა ლეკვებს. პირიქით, ის "გამწარებული" იცავდა პატარა ლეკვებს ადამიანებისგან. ყველამ იცით, თუ რა საშიშია კობრა, მაგრამ ალბათ ის მიხვდა, რომ ლეკვები არ წარმოადგენდნენ საფრთხეს. ლეკვებმა 48 საათი დაჰყვეს ჭაში, კობრასთან ერთად. ხოლო 48 საათი შემდეგ ლეკვების პატრონმა სხვების დახმარებით ამოიყვანა ჭიდან თავისი ლეკვები, ხოლო კობრა ტყეში გაუშვეს.

0
155
2-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0