x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508246
ერთგულება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

image


ვერძი: ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისათვის ახალ პარტნიორთან ინტიმურ კავშირში შესვლა მორიგი გამარჯვებაა, რომელიც ავსებს ისედაც გრძელ სიას. თავის ღალატს ის ადვილად ღებულობს და პატიობს თავის თავს, მაგრამ მისი პარტნიორის ღალატს ვერ გადაიტანს და არასოდეს აპატიებს.


კურო: კუროს უფფრო აინტერესებთ სულიერი კავშირი თავის მეორე ნახევართან. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს არ აინტერესებთ ღალატი. "კუროებს" ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ერთგულნი, რადგან ისინი არც კი ფიქრობენ ღალატზე.


ტყუპები: ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს თავისუფლად შეგვიძლია ვუწუდოთ ყველაზე მოსიყვარულეები. მათ ყველა უყვართ და ამის დამალვა არც გამოსდით. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტყუპები ხშირად ღალატობს თავის ნახევარს ფიზიკურად. მაგრამ ისინი თითქმის ყოველთვის ცდილობენ "ფილტრაობას". ასევე ისინი არ ეგუებიან მარცხს და ყოველთვის ცდილობენ დადებითი შედეგი მიიღონ.

კირჩხიბი: იმისათვის, რომ კირჩხიბმა ვინმეს უღალატოს საჭიროა სერიოზული მიზეზი. თუ თქვენ კირჩხიბმა გიღალატათ უნდა დაფიქრდეთ იმის შესახებ, რომ თქვენს ურთიერთობაში სერიოზული პრობლემებია. თუ თქვენთვის ეს ურთიერთობა მნიშვნელოვანია შეეცადეთ გაიგოთ მიზეზი და გამოასწოროთ შეცდომები. თუ თქვენი ურთიერთობა კვლავ "დალაგდება" დარწმუნებული იყავითიმაში, რომ ეს ადამიანი აღარ გიღალატებთ.

ლომი: ლომი არ ღალატობს მხოლოდ ერთი მიზეზით - სიამაყე. მას არასდროს არ ეპარება ეჭვი თავის არჩევანში. არჩევანი მისია, ასე რომ ლომისთვის ღალატი სირცხვილის ტოფასი იქნება. ის თავის არჩევანს პატივს სცემს. და თუ თქვენ უღალატებთ ლომს, დარწმუნებული იყავით, რომ "ომს" ვერ გადაურჩებით.


ქალწული: როგორც წესი, ქალწულები ცდილობენ დაიცვან თავიანთი სახელი საზოგადოებაში, ამის გამო, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს არ შეუძლიათ ღალატი. მათთვის მთავარია - რას იფიქრებენ მათ ირგვლივ მყოფი ადამიანები.



სასწორი: ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები უბრალოდ შექმნილნი არიან დიდი რომანტიული გრძნობებისთვის. მაგრამ ამასთან ისინი ყოველთვის ბრუნდებიან ღამით სახლში. მათ ძალიან ეშინიათ თავიანთი მეორე ნახევრის დაკარგვის და ამის გამო პატარა ფლირტსაც არ იწყებენ.


მორიელი: მორიელი "საშინელი" ქმნილებაა. ღალატისთვის არსებობს ერთი მიზეზი - თუ მან შეამჩნია, რომ მისი გრძნობა პარტნიორისადმი გაცივდა. ან თუ ის დარწმუნებულია იმაში, რომ მისი მეორე ნახევარი მას ღალატობს.



მშვილდოსანი: ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ვერ აკონტროლებენ თავიანთ ემოციებს. თუ თქვენ ცოტათი მაინც წააქეზებთ მშვილდოსანს, მასში "გაღვივდება გრძნობა", რომელიც "უბნელებთ" გონებას. თუ თქვენი მეორე ნახევარი მშვილდოსანია უნდა აპატიოთ მისი საქციელი. თუკი არ შეგიძლიათ პატიება გამოსავალი ერთია - ურთიერთობის გაწყვეტა.



თხის რქა: თუ თხის რქები დარწმუნებულნი არიან თავიანთი პარტნიორის ერთგულებაში, მაშინ ისინი არასოდეს უღალატებენ. თუ მას თავის მეორე ნახევართან არ აკავშირებს ძლიერი გრძნობა თავისუფლად უღალატებს. ამ ღალატს დაარქმევს ახალი მეწყვილესარჩევას.



მერწყული: არ არსებობს ადამიანი, რომელსაც უფრო უყვარს თავისი თავისუფლება ვიდრე მერწყულს. ზუსტად ამის გამო მათ აქვთ რამოდენიმე ურთიერთობა. ისინი არასდროს არ იფიქრებენ იმ ადამიანზე, რომელსაც "საყვარელი" უწოდეს.


თევზები: მათ არ შეუძლიათ ღალატი. მათთვის წარმოუდგენელია ფიქრიც კი ღალატზე. და ზუსტად ასეთ ურთიერთობას მოითხოვენ თავიან მეორე ნახევრისგან. თუ მან გაიგო თავისი პარტნიორის ღალატის შესახებ არასოდეს აპატიებენ. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ურთიერთობის გაწყვეტა მოუტანთ საშინელ ტკივილს.


0
238
5-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0