x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რა თვისებები არ მოსწონთ ქალებს კაცებში?

image
სისუსტე, უინიციატივობა.
ქალს სურს რომ ძლიერი და
აქტიური მამაკაცი ჰყავდეს გვერდით. რომელიც მასში რწმენს გაზრდის.
უაქტიურობა და მხოლოდ სიტყვები ნამდვილად არ ხიბლავს ქალს.


უინტერესობა. თუკი მამაკაცის ერთადერთი ინტერესი კომპიუტერული თამაშები ან ლუდია, ცხოვრების თანამგზავრის პოვნა საკმაოდ გაუჭირდება.



ზედმეტი სერიოზულობა. ზოგიერთი ადამიანი იმდენად არის
დაკომპლექსებული რომ თითოეულ ხუმრობას თავის თავზე იღებს. იმ შემთხვევაში
თუკი ქალს მოუწევს თითოეული სიტყვის აწონ დაწონვა რათა კაცმა ის თავის
თავზე არ მიიღოს დიდხანს ნამდვილად ვერ გაჩერდება მის გვერდით.



ცხოვრებით არ ტკბობა. მიუხედავად იმისა რომ ცხოვრება
არც ისე სახალისო ფერებითაა სავსე მამაკაცს უნდა შეეძლოს ცხოვრებით ტკბობა
რათა დაიმუხტოს თვითონაც და მის გვერდით მყოფი ქალიც დადებითი ენერგიით.
გაიხედ გამოიხედეთ და ნახათ რომ დედამიწა ბრუნავს, მზე ანათებს, და დღე
არა მხოლოდ უსიამოვნო არამედ სასიამოვნო მოვლენებითაცაა გაჯერებული.



ყველაფერში თანხმობა. თავიდან ასეთი მიდგომა საკმაოდ
მომგებიანია, მაგრამ დროთა განმავლობაში ასეთი მამაკაცი მოწყენილობას
იწვევს. "ძალიან კარგიც" ხანდახან ცუდია. ქალს არ უყვარს ისეთი მამაკაცი
რომელსაც არ გააჩნია საკუთარი აზრი.



თვითდაუჯერებლობა. როდესაც მამაკაცი საკუთარ თავში
არაა დარწმუნებული იგი იმის ნაცვლად რომ მის გვედით მყოფი ქალი
გააბედნიეროს და აავსოს კომლიმენტებით, შეაწუხებს მას თავისი ეჭვიანობით.



კამათის მოყვარული. ქალებს არ უყვართ ისეთი კაცები ვინც მუდმივად რაღაცაზე კამათობს.



სიამაყე. არ დაინახო სხვისი წარმატება და არ გაიზიარო
სხვისი სიხარული ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თვისებაა მამაკაცში. ამიტომ
სიამაყემ არ უნდა დაგაბრმაოთ, ყველა ვინც რამეს აღწევს ან სხვისი
დახმარებითაა ან რჩევებით რომელსაც იგი ითავლისწინებდა.



ზედმეტი რომანტიკა. რა თქმა უნდა ყველა ქალს უნდა
გვერდით ყავდეს რომანტიული ადამიანი, მაგრამ ზედმეტი არც ეს ვარგა, თუკი
არჩევანზე მიდგება საქმე ძალიან რომანტიულ და ისეთ ადამიანს შორის რომელსაც
ეს გრძნობა საერთოდ არ გააჩნია ქალია ამ უკანასკნელს აარჩევს რადგან
ცხოვრება ხო არაა მხოლოდ რომანტიკა?!



მამაკაცად ყოფნა ნიშნავს რომ არ მიიღო შენი თავი ისეთი
როგორიც ხარ არამედ ყოველთვის ცდილობდე საკუთარ თავში შეცვალე რაიმე
უკეთესობისკენ. გახდე ყველა გვერდით მყოფი ადამიანისთვის საყრდენი. აი
რისკენ უნდა იღწვოდეს ნამდვილი მამაკაცი და მაშინ აუცილებლად გამოჩნდება
მის გვერდით ნამდვილი ქალი.

0
232
7-ს მოსწონს
ავტორი:ნანუშკი ნანა
ნანუშკი ნანა
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0