x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ლოგიკური ამოცანა, რომელსაც საბჭოთა მზვერავებს აძლევდნენ - სცადეთ თქვენც!
image



ამ ილუსტრაციაზე გამოსახულია არარსებული პეიზაჟი, რომელზე ყურებისას უნდა ახსნათ რამდენიმე წარმოსახული სიტუაცია ლოგიკის, საკუთარი ცოდნისა და თავად სურათიდან მიღებული მონაცემების გამოყენებით.

დააკვირდით ქვემოთ მოცემულ სურათს და შეეცადეთ უპასუხოთ შემდეგ შეკითხვებს:

1. დიდი დრო დარჩა თუ არა ახალმთვარობამდე?
2. მალე დაღამდება თუ არა?
3. წელიწადის რომელი დროა სურათზე?
4. რა მიმართულებით მიედინება მდინარე?
5. განკუთვნილია თუ არა ეს მდინარე გემებისთვის?
6. რა სიჩქარით მიდის მატარებელი?
7. დიდხანს ივლის თუ არა მანქანა რკინიგზის გასწვრივ?
8. რისთვის უნდა მოემზადოს მძღოლი?
9. არის თუ არა ამ რაიონში აეროდრომი?
10. ადვილია თუ არა შემხვედრი მატარებლის მემანქანისთვის მატარებლის დამუხრუჭება?
11. ქრის თუ არა ქარი?

image


პასუხები:



1. ცოტა დრო დარჩა. წყალში ძველი მთვარის ანარეკლი ჩანს.
2. არა. ძველი მთვარე ჩანს გამთენიისას.
3. შემოდგომა. მზის მდებარეობით შეიძლება მივხვდეთ, რომ წეროები სამხრეთისკენ მიფრინავენ.
4. მდინარეებს, რომლებიც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მიედინებიან, მარჯვენა ნაპირი ციცაბო აქვთ. ესე იგი მდინარე ჩვენგან ჰორიზონტისკენ მიედინება.
5. განკუთვნილია. ადვილი შესამჩნევია ბაკენები - გემის სავალ გზაზე სანავიგაციო საფრთხის აღმნიშვნელი ნიშნები.
6. მატარებელი დგას. შუქნიშანზე ქვედა ციმციმა ანუ წითელია ანთებული.
7. საგზაო ნიშანი მიუთითებს, რომ წინ რკინიგზის გადაკვეთაა.

8. დამუხრუჭებისთვის. საგზაო ნიშანი მიუთითებს, რომ წინ ციცაბო ფერდობია.
9. ცაზე არის კვალი თვითმფრინავისა რომელმაც მარყუჟი გააკეთა. ამგვარი უმაღლესი პილოტაჟის ელემენტები მხოლოდ აეროდრომთან ახლოს არის დაშვებული.
10. რკინიგზასთან მდგარი ნიშანი აჩვენებს, რომ შემხვედრ მატარებელს ფერდობზე ასვლა მოუწევს. მისი დამუხრუჭება არ იქნება ძნელი.
11. ქრის. ლოკომოტივიდან ამომავალი ბოლი კონკრეტული მიმართულებით ვრცელდება, არადა მატარებელი, როგორც ვიცით უმოძრაოდაა.


4
8245
13-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
8245
  
2017, 10 მარტი, 15:31
მე სულ შვიდს 2 3 5 7 8 9 10 11
2015, 21 ნოემბერი, 19:17
8 ნომერიც გამოვიცანი დაწერა დამავიწყდა ქვემოთ
2015, 21 ნოემბერი, 19:16
მე 4 ზე მეტი ვერ გამოვიცანი 1 ,6, 7. 5 ნომერზე ის ბაკენები თუ იყო არ ვიცოდი მეთევზეები მეგონენ.
2015, 14 ოქტომბერი, 14:24
ჰა რამდენი გამოიცანით გამოტყდით :) მე 5 გავარტყი
0 1 4