x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ქართველი გმირები, რომლებიც 1923 წელს ბოლშევიკებმა ვაკის პარკში დახვრიტეს!
"საქართველოს სსრ" საგანგებო კომისიის (ე.წ. "ჩეკა") კოლეგიის გადაწყვეტილებით 1923 წლის 20 მაისს დახვრეტილ მამულიშვილთა სია:


1. გენერალი კონსტანტინე (კოტე) ნიკოლოზის ძე აფხაზი - 55 წლის, თავადი, საქართველოს ანტისაბჭოთა ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის (იგივე "დამოუკიდებლობის კომიტეტი") სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე


image


2. გენერალი ალექსანდრე სვიმონის ძე ანდრონიკაშვილი - 51 წლის, თავადი, გენერალური შტაბის ყოფილი გენერალი, სამხედრო ცენტრის წევრი.



image


3. გენერალი ვარდენ გრიგოლის ძე წულუკიძე - 57 წლის, თავადი, სამხედრო ცენტრის წევრი.


image


4. გენერალი როსტომ ილიას ძე მუსხელიშვილი - 35 წლის, აზნაური, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალური შტაბის ყოფილი გენერალი, სამხედრო ცენტრის წევრი.


image


5. პოლკოვნიკი გიორგი (გოგი) ნიკოლოზის ძე ხიმშიაშვილი - 31 წლის, აზნაური, სამხედრო ცენტრის წევრი.


image


6. პოლკოვნიკი ალექსანდრე მიხეილის ძე მაჭავარიანი - 51 წლის, აზნაური, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალური შტაბის ყოფილი პოლკოვნიკი, სამხედრო ცენტრის წევრი.


image


7. პოლკოვნიკი ელიზბარ ზაქარიას ძე გულისაშვილი (ცნობილი მეცნიერის, აკადემიკოს ვასილ გულისაშვილის უფროსი ძმა) - 32 წლის, აზნაური, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო ორგანიზაციისა და სამხედრო ცენტრის წევრი.


image


8. როტმისტრი დიმიტრი ნიკოლოზის ძე ჩრდილელი - 29 წლის, აზნაური, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო ორგანიზაციის და სამხედრო ცენტრის წევრი.


9. როტმისტრი სიმონ (სიმონიკა) ბაგრატიონ-მუხრანელი - 27 წლის, თავადი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო ორგანიზაციის და სამხედრო ცენტრის წევრი.


image


10. პორუჩიკი ლევან ირაკლის ძე კლიმიაშვილი - 26 წლის, აზნაური, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო ორგანიზაციის და სამხედრო ცენტრის წევრი


image


11. პორუჩიკი ფარნაოზ რევაზის ძე ყარალაშვილი (ბოლშევიკების მიერ ასევე განადგურებული ცნობილი სამხედრო მოღვაწის, გენერალ რევაზ ყარალაშვილის ვაჟი) - 24 წლის, აზნაური, სამხედრო ცენტრის წევრი.


12. პორუჩიკი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ზანდუკელი - 39 წლის, აზნაური, მენშევიკური პარტიის დუშეთის ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, სამხედრო ცენტრის წევრი.


13. იასონ მათეს ძე კერესელიძე (გენერალ ლეო კერესელიძის უმცროსი ძმა) - 40 წლის, აზნაური, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და სამხედრო ცენტრის წევრი.


image


14. ივანე გრიგოლის ძე ქუთათელაძე - 40 წლის, აზნაური, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის და სამხედრო ცენტრის წევრი.


15. სიმონ ნასყიდგორის ძე ჭიაბრიშვილი - 42 წლის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის და სამხედრო ცენტრის წევრი.






image




















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი












4
688
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
688
  
არც ყარალაშვილი იყო აზნაური. ყარალაშვილები თავადები იყვნენ. საერთოდ არასწორად აქვს დაწერილი. ბევრი შეცდომაა.
5-ე ნომრით მოცემული სურათი და ინფორმაცია არასწორია. გიორგი ნიკოლოზისძე ხიმშიაშვილი თავადი იყო და არა აზნაური. ამ სურათზე გენერალ ლეიტენანტი გიორგი სპირიდონისძე ხიმშიაშვილია დაბ.1836 წელს გარდ. 1917 წელს 81 წლისა. იმედია შეასწორებთ შეცდომას. ავტორს ვთხოვ, სანამ რამეს დაწერ, იქნებ რამე წაიკითხო და ისწავლო. ან სხვას ჰკითხო.
2015, 10 ოქტომბერი, 17:10
მადლობა
2015, 10 ოქტომბერი, 17:10
საინტერესოა :) გავაზიარე
0 1 4